როგორ გავათეთროთ მელქიორისა და ვერცხლის დანა-ჩანგლები - Marao

როგორ გავათეთროთ მელქიორისა და ვერცხლის დანა-ჩანგლები

2014-05-09 12:14:31+04:00

რამდენიმე წუთში, ყოველგვარი ძვირად ღირებული საშუალების გარეშე, შეძლებთ გაათეთროთ და ძველებური ბრწყინვალება დაუბრუნოთ ვერცხლისა და მელქიორის დანა-ჩანგალსა და კოვზებს.

რა გჭირდებათ ამისათვის? აიღეთ A4 ზომის ფურცლისხელა 2 ფოლგის ნაჭერი და 2-3 ს.კ. სოდა. დაანაკუწეთ ფოლგა და ჩაყარეთ ჭურჭელში, აქვე ჩაამატეთ სოდა და ჩაალაგეთ დანები, ჩანგლები, კოვზები.

დაასხით იმ წამს ადუღებული(!) ქაფქაფა წყალი და პირდაპირ თქვენ თვალწინ მოხდება სასწაული:

მელქიორიდან და ვერცხლიდან სიშავე რამდენიმე წუთში გაქრება.

მასალის წყარო: gemrielia.ge