როგორ გავაქათქათოთ თეთრი სამოსი გარეცხვის გარეშე? - Marao

როგორ გავაქათქათოთ თეთრი სამოსი გარეცხვის გარეშე?

2014-08-19 10:48:12+04:00

ზაფხულში, ძირითადად, თეთრი ფერის სამოსი გვაცვია, რადგან თეთრი კარგად აირეკლავს სიცხეს.

მაგრამ მისი რეცხვა საკმაოდ პრობლემურია, ზოგჯერ ახალგარეცხილ სამოსს ისევ ზედ აქვს დარჩენილი ლაქები. ამიტომ ეს რეცეპტი სწორედ მათთვისაა, ვისაც თეთრი ფერის სამოსის ტარებაც უყვარს და მისი რეცხვითაც უკმაყოფილოა.

5 ლიტრ მდუღარე წყალში დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეთი, 2 ს/კ მშრალი მათეთრებელი და 3/4 სარეცხის ფხვნილი. დაელოდეთ წყლის გაცივებას, ჩაალბეთ მასში თეთრი ფერის სამოსი და ცოტა ხანში გაავლეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.