ფეხსაცმლის, ჩანთის ან ელექტროტექნიკის შეძენისას ყუთში პატარა პაკეტსაც აღმოაჩენთ, რომელსაც "სილიკოგელი" აწერია, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევთ და მაშინვე ურნაში აგდებთ.
სინამდვილეში, სილიკოგელის გამოყენება ბევრ რამეში შეგიძლიათ.
თუ ტელეფონი დაგისველდათ - გამორთეთ ტელეფონი, ამოიღეთ აკუმულატორი, სიმ-ბარათი და მთელი ღამით სილიკოგელით სავსე ყუთში მოათავსეთ.
ნესტიანი ტანსაცმელი - ზღვიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად სამოსი ისევ ნესტიანია. ამიტომ ტანსაცმელთან ერთად სილიკოგელის პაკეტები მოათავსეთ, ნესტიც გაქრება და სამოსიდან უსიამოვნო სუნიც.
უსიამოვნო სუნი სპორტული ჩანთიდან - ვარჯიშის შემდეგ ჩანთაში ჩაყრილი სველი პირსახოცები და ოფლიანი სამოსი უსიამოვნო სუნს ტოვებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სილიკოგელი დაგეხმარებათ. მოათავსეთ რამდენიმე პაკეტი სპორტულ ჩანთაში და შვებას იგრძნობთ.
ფოტოაპარატის დაორთქლილი ლინზა - ლინზა შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაორთქლდეს, თუ ცივი ადგილიდან თბილში გადაგაქვთ და ამ დროსაც ჯადოსნული პაკეტი უნდა იქონიოთ თან. ხოლო თუ უფრო კრიტიკულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ისე იმოქმედეთ, როგორც მობილური ტელეფონის შემთხვევაში.
თესლების გადამრჩენელი - თუ სახლში დასათესად გამზადებული გახსნილი თესლების პაკეტები გაქვთ და გეშინიათ, არ დაგინესტიანდეთ, სილიკოგელის პაკეტი ჩაუდეთ, პრობლემა მოგვარდება.
გამხმარი ყვავილები - თუ ყვავილების გაშრობა გაქვთ გადაწყვეტილი, ქაღალდში, რომელშიც ყვავილებს გაახვევთ, სილოკოგელის პაკეტიც გაახვიეთ.
ფოტოების შენახვა - თუ ფოტოებს მუყაოს ყუთში ინახავთ და ამჩნევთ, რომ დროდადრო ფოტოები ერთმანეთს ეწებება, ფოტოებთან ერთად ყუთში სილიკოგელიც მოათავსეთ.
ვერცხლეულის მოვლა - სამკაულებს ან ვერცხლის დანა-ჩანგალს ნადები რომ არ გაუჩნდეს, ამ შემთხვევაშიც სილიკოგელი დაგეხმარებათ. იმ ყუთში ან ზარდახშაში, სადაც ვერცხლის სამკაულს ან ჭურჭელს ინახავთ, სილიკოგელის რამდენიმე პაკეტი მოათავსეთ.
სამართებლის გადასარჩენად - წყალთან ხშირი შეხებისას სამართებელი შეიძლება დაიჟანგოს ან დაჩლუნგდეს. ამიტომ იმ ყუთში, სადაც სამართებლებს ინახავთ, სილიკოგელიც შეინახეთ.
საქარე მინა - რაც უფრო მეტ სილიკოგელის პაკეტს მოათავსებთ მანქანის პანელზე, მით ნაკლები ნესტი გაჩნდება საქარე მინაზე.
დაბოლოს, თუ შეამჩნიეთ, რომ სილიკოგელის პაკეტი სველია, იგი შეგიძლიათ აირღუმელში გამოაშროთ.