ხელსაქმე

დაგჭირდება მხოლოდ ფინჯანი, კბილის ჩხირი და ფრჩხილის ლაქი. შედეგი – ფანტასტიკური საჩუქარი ვალენტინობისთვის! (+ვიდეოგაკვეთილი)

დაგჭირდება მხოლოდ ფინჯანი, კბილის ჩხირი და ფრჩხილის ლაქი. შედეგი – ფანტასტიკური საჩუქარი ვალენტინობისთვის! (+ვიდეოგაკვეთილი)
ვიდეო
წმინდა ვალენტინის დღისთვის ორიგინალურ საჩუქარს ეძებ? ან იქნებ ახლახან საყვარელი ფინჯანი გაგიტყდა და გულდაწყვეტილი ხარ?
ჩვენ შენთვის შესანიშნავი იდეა გვაქვს! შეგიძლია, საკუთარი ხელით შექმნა საოცარი საჩუქარი.
ამისთვის დაგჭირდება:

  • 1 კერამიკული ფინჯანი;
  • 2 სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქი;
  • 1 კბილის ჩხირი.
  • 1 ღრმა პლასტიკატის ჭურჭელი;
  • ცხელი წყალი;
  • ქაღალდის ხელსახოცი.

მომზადების წესი:

















1. ჩაასხი პლასტიკატის ჯამში ცხელი წყალი და ჩაამატე რამდენიმე წვეთი ფრჩხილის ლაქი.




















2. როცა ის გაიდღაბნება წყლის ზედაპირზე, დაუმატე რამდენიმე წვეთი მეორე ფერის ლაქი და კვლავ დაელოდე რამდენიმე წამი, ოღონდ დიდხანს არა, რომ ლაქი არ გაშრეს.
























3. კბილის ჩხირით ფრთხილად
მოურიე წყლის ზედაპირზე, რომ ლაქზე ორნამენტები გაკეთდეს.




















4. ახლა ჩაყავი ფინჯანი წყალში.





















5. ამოიღე და დადგი ქაღალდის ხელსახოცზე. გააჩერე ფინჯანი რამდენიმე საათი, რათა ფრჩხილის ლაქი კარგად გაშრეს.










მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილე ვიდეოგაკვეთილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თეკო
და მერე რეცხვაში არ სცილდებაა?
19:40 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28