თეთრი ფეხსაცმლის გაწმენდის უმარტივესი მეთოდი - ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდება, შინ გაქვს - Marao

თეთრი ფეხსაცმლის გაწმენდის უმარტივესი მეთოდი - ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდება, შინ გაქვს

2015-03-12 13:33:35+04:00

გარდერობში აუცილებლად გექნება რამდენიმე ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც თეთრი ტყავით არის შეკერილი. 2-3 ჩაცმაში ასეთი ფეხსაცმელი ისე ისვრება, რომ მისი გაწმენდა ხშირად შეუძლებელი ხდება.

განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს მეთოდი კედებზე, ბოტასებსა და ღია ფერის ტყავის ფეხსაცმელზე. სცადეთ! ფეხსაცმელი სრულიად გაახლდება.

დაგჭირდებათ:

წყალი;

ძველი კბილის ჯაგრისი;

კბილის პასტა;

ღრუბელი;

მეთოდი:

1. წაუსვით სველი ღრუბელი ფეხსაცმლის იმ ადგილებზე, სადაც გსურთ, რომ გაწმინდოთ.

2. დაადეთ კბილის პასტა ძველ კბილის ჯაგრისზე და გაუსვით ფეხსაცმლის დასვრილ ადგილებზე;

3. ამ პროცედურის შემდეგ გადაუსვით სუფთა, სველი ღრუბელი კიდევ ერთხელ ფეხსაცმელს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი