სარეცხ მანქანაში დროდადრო ობი ჩნდება. გთავაზობთ მისი გაწმენდის რამდენიმე ხერხს.
დაგჭირდებათ:
1. ნებისმიერი თხევადი საწმენდი საშუალება, სასურველია ქლორის შემცველობით
2. 2 ცალი ჩვარი ან ღრუბელი, რომლის გადაგდებაც მოგიწევთ
3. სქელი რეზინის ხელთათმანები
4. 25 გრამი ლიმონმჟავა
1. მანქანაში ობი არც ისე ადვილი შესამჩნევია. წყალი ადვილად რეცხავს მის ზედაპირს, სარეცხს კი ფხვნილის სუნი აქვს და ობის სუნს ვერ შენიშნავთ. სამაგიეროდ, საკმარისია ცარიელ მანქანაში კარი ერთი დღით დახურული დატოვოთ, რომ გამოღებისთანავე სუნი გეცემათ. გარდა ამისა, კარის რეზინს გადმოატრიალებთ თუ არა, მაშინვე დაინახავთ ამ უსიამოვნო სურათს.
2. შეამოწმეთ ქაღალდის ხელსახოცით - შედეგი სახეზე იქნება.
3. ჯერ ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ
4. შემდეგ აიღეთ ნებისმიერი საწმენდი საშუალება და კარგად გაწმინდეთ კარის რეზინი.
5. დახურეთ მანქანის კარი და 2 საათით დატოვეთ.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge