ხელსაქმე

ყველაზე ორიგინალური იდეა სააღდგომოდ - გაახვიეთ კვერცხი ფერად ქსოვილში და ნახეთ შედეგი! (+ვიდეო)

ყველაზე ორიგინალური იდეა სააღდგომოდ - გაახვიეთ კვერცხი ფერად ქსოვილში და ნახეთ შედეგი! (+ვიდეო)
ვიდეო
აღდგომა რამდენიმე დღეშია და ტრადიციისამებრ, წითელ პარასკევს კვერცხი უნდა შევღებოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს სააღდგომო სუფრაზე კვერცხი, ძირითადად, წითელი იქნება, თუმცა მის გასამრავალფეროვნებლად ეს იდეა გამოგადგებათ.
დაგჭირდებათ:

  1. რამდენიმე ნაჭერი ფერადი, ჭრელი ქსოვილი;
  2. თეთრი ქსოვილი;
  3. თოკი ან სქელი ძაფი;
  4. ძმარი;
  5. კვერცხი.

შევუდგეთ საქმეს:




დაჭერით ქსოვილი ოთხკუთხედ ნაჭრებად, დაახლოებით 17X17 სმ-ზე. მჭიდროდ გაახვიეთ კვერცხები ჯერ ფერად, ხოლო შემდეგ თეთრი ქსოვილის ნაჭრებში. კარგად მოუკარით თოკით თავი. ასე შეფუთეთ ყველა კვერცხი.

მოათავსეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი. დაუმატეთ 3 სუფრის
კოვზი ძმარი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გადაასხით წყალი, აცადეთ კვერცხს, გაცივდეს და მოხსენით თითოეულ კვერცხს ქსოვილი. ნახავთ, რა სილამაზე გამოგივათ!

იხილეთ ვიდეო



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ირინა
საგებავეი არ უნდა????
08:56 / 19-04-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93