დაგჭირდებათ: ქურის სახეხი საშუალება (ფხვნილი), რეზინის ხელთათმანები, პარკი ნაგვისთვის და თეთრი ღვინის ძმარი.
ერთი ჭიქა ქურის საწმენდი საშუალება ჩაყარე ნაგვის ცარიელ (სუფთა) პარკში, ჩაასხი იქვე 1,5 ჭიქა ძმარი. ჩადე ნაგვის პარკში ტაფა, შეანჯღრიე, მოუკარი პაკეტს თავი და გააჩერე რამდენიმე დღით. თუ ტაფაზე ნადები ბოლომდე არ მოშორდა – გაიმეორე პროცედურა ან კიდევ ცოტა ხნით დატოვე თავმოკრულ პარკში.
პროცედურა რეზინის ხელთათმანებით ჩაატარე.