ბრინჯის ღომი და ელარჯი - ვარიაცია ემიგრანტებისთვის - Marao

ბრინჯის ღომი და ელარჯი - ვარიაცია ემიგრანტებისთვის

2015-04-22 13:01:40+04:00

ღომისა და ელარჯისთვის საჭირო ღერღილის შოვნა უცხოეთში დიდი პრობლემაა ქართველი ემიგრანტებისთვის. გთავაზობთ ვარიაციას ბრინჯით და სიმინდის ფქვილით, რომელიც საოცრად გემრიელია და მშობლიური კერძების მონატრებას შეგიმსუბუქებთ.

ინგრედიენტები:

ბრინჯი - 400 გრ

სიმინდის ფქვილი - 100 გრ

წყალი - 2 ლ

ყველი

მომზადება:

შეარჩიეთ მრგვალი და მწებავი ბრინჯი. არ გამოდგება ბასმატის ჯიშის (გრძელი, ფანტია) ბრინჯი.

ყველი მოცარელა და ფეტა მოიმარაგეთ.

ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი და ჩაამატეთ ცოტა მარილი;

შედგით საშუალო ცეცხლზე. როცა ადუღდება, გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ მოსახარშად.

იხილეთ სრულად