დროთა განმავლობაში ყველა თეთრი ნივთი კარგავს პირველად სითეთრეს, ნაცრისფრდება და შავდება. მაგრამ მათი გადარჩენა შესაძლებელია და ჩვენ გასწავლით თეთრი ნივთების გაახლების 5 საიმედო და ეფექტურ მეთოდს.
1. გამოხარშვა
ეს იდეალური საშუალებაა ბამბის ქსოვილების გასათეთრებლად. თეთრეული მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით წყალი და დაუმატეთ სარეცხის ფხვნილი. სარეცხი უნდა ადუღოთ 30 წუთი და პერიოდულად მოურიოთ.
2. მარილის გამოყენებით
გამუქებულ სინთეტიკურ ქსოვილებს მარილი გაგითეთრებთ. ამისათვის ნივთები 20 წუთით მარილიან წყალში (ერთ ლიტრ წყალზე 2 სადილის კოვზი მარილი) ჩაალბეთ. შემდეგ გაავლეთ დ გააშრეთ.
3. გამოიყენეთ სარეცხის საპონი
გარეცხვამდე ნივთები 2-3 საათით ცივ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ კარგად გასაპნეთ, ცხელი წყალი დაასხით და ააქაფეთ. ისევ გააჩერეთ, ერთი საათის გასვლის შემდეგ ხელით გარეცხეთ და კარგად გაავლეთ.
ლაქების ამოსაყვანად მეორე მეთოდიც არსებობს: 2 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 3 სადილის კოვზი გახეხილი სარეცხის საპონი (72-პროცენტიანი). დაუმატეთ 1/3 ნიშადურის სპირტი. 20-30 წუთით ჩაალბეთ მასში ქსოვილი და თბილ წყალში გარეცხეთ.
4. გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი
იგი ნივთებს სიყვითლეს დაუკარგავს. 10 ლიტრ წყალს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი წყალბადის ზეჟანგი. ჩაალბეთ მასში გაყვითლებული თეთრეული 30-40 წუთით. შემდეგ გულდასმით გაავლეთ და მზეზე გააშრეთ.
5. ბორის მჟავა
მისი გამოყენება სასურველია, თუ წინდებისა და მაისურების გათეთრება გსურთ. 4 ლიტრ წყალს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ბორის მჟავა, ჩაალბეთ მასში ნივთები 2 საათით. გარდა იმისა, რომ ეს სითხე სამოსს, თეთრეულს აქათქათებს, სოკოვან დაავადებებსაც აშორებს მას.
დაბოლოს, კიდევ რამდენიმე წესი მათთვის, ვისაც სურს, გაქათქათებული თეთრეული ჰქონდეს:
ნუ გარეცხავთ ერთად სინთეტიკურ, შალისა და ბამბის თეთრეულს;
გახსოვდეთ, რომ სამოსის გათეთრება ყოველი მეოთხე-მეხუთე გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ. სხვა შემთხვევაში ნივთებს ფორმა და სტრუქტურა დაერღვევათ.
თუ გარეცხვისას წყალში სოდას დაუმატებთ, იგი წყალს დაარბილებს და არც თეთრ ნივთებს გაუჩნდება ნაცრისფერი იერი.
ასევე იხილეთ:
თეთრი ფეხსაცმლის გაწმენდის უმარტივესი მეთოდი - ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდება, შინ გაქვს