სააბაზანოში ობის სოკოს გასამრავლებლად ხელსაყრელი პირობებია. ამიტომაც მისგან სამუდამოდ გათავისუფლება ძნელია.
თუკი თქვენს სააბაზანოში მუდმივად სინოტივეა, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ობის გაჩენა, პერიოდულად გაწმინდეთ კედლები ფურაცელინიანი წყლით.
5 ლ წყალში დაუმატეთ ერთი აბი ფურაცელინი, დაასველეთ მასში ჩვარი და ამ ჩვრით გაწმინდეთ კაფელი ან კედელი. მაგრამ თუკი უკვე გაჩენილია ობი, მაშინ შეამცირეთ წყლის პროპორცია და ერთ ლიტრ წყალში გახსენით 1 აბი ფურაცელინი.
ამ ხსნარით დამუშავებული კედლების შემდეგ თქვენ დაივიწყებთ ობის არსებობას.
ასევე იხილეთ:
როგორ გავათავისუფლოთ სარეცხი მანქანა ობის სოკოსგან