თუ თქვენ სწორად ჩააწყობთ ჭურჭელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, იგი უფრო უკეთ გაირეცხება.
იხილეთ ვიდეო
ამისთვის კი რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმრავლესობას 2 განყოფილება აქვს: ერთი, რომელშიც დიდი მოცულობის ჭურჭელს ათავსებენ, ხოლო მეორე - შედარებით პატარა ზომის ჭურჭლისთვის.
ეს კი ნიშნავს, რომ ზედა კალათაში, რომელიც განკუთვნილია მცირე ზომის სამზარეულო ნივთებისთვის, შეგიძლიათ მოათავსოთ ჭიქები, ფინჯნები, ფუჟერები, თეფშები და ა.შ. ამასთან, ბოკალები და ჭიქები უნდა განათავსოთ მათთვის სპეციალურად არსებულ თაროებზე, რომლებიც ყველა თანამედროვე ჭურჭლის სარეცხ მანქანას გააჩნია, თანაც ძირით ზემოთ.
დიდი ზომის და უფრო დასვრილი სამზარეულოს ნივთები, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა: ქვაბები, ტაფები, მათლაფები და მსგავსი ჭურჭელი, უნდა მოათავსოთ მანქანის ქვედა ნაწილში.
მანქანაში მოთავსებამდე არ არის საჭირო ჭურჭლის წყალში გავლება. საკმარისია მხოლოდ საჭმლის ნარჩენები კარგად მოაშოროთ.
იმისთვის, რომ ჩვენი რჩევები უფრო კარგად აითვისოთ, ნახეთ, როგორ აკეთებს ამას გოგონა ჩვენს ვიდეოში.
იხილეთ ვიდეო