იმისათვის, რათა სიმინდი რბილი და წვნიანი გამოვიდეს, საჭიროა სწორად ავარჩიოთ ტაროები. ნამდვილი ჭყინტი სიმინდი მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე გვხვდება, შემდეგ, როგორც წესი, სიმინდი მაგრდება და ხმება.
მოსახარშად ყველაზე კარგია თეთრი-რძისფერი ან ღია ყვითელი ფერის ტაროები. მკაფიო ყვითელი შეფერილობა კი იმაზე მეტყველებს, რომ ტარო უკვე გახმობას იწყებს. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მარცვლები ოდნავ რბილი, თუმცა მკვრივი, შეძლებისდაგვარად ერთნაირი ზომის და ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული იყოს.
კიდევ ერთი პატარა საიდუმლო, რომელიც ახალგაზრდა ტაროს გამოცნობაში დაგეხმარებათ: ჭყინტ მარცვლებში ყოველთვის არის რძის მსგავსი თეთრი ფერის სითხე.
სიმინდის ხარშვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჭყინტია ტარო. რაც უფრო ხმელია იგი, მით მეტი დრო სჭირდება მოსახარშად. ახალგაზრდა ტაროს 30 წუთზე მეტი ხარშვა არ სჭირდება, შედარებით ხმელს კი 2-3 საათიც შეიძლება დასჭირდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ხარშვა ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ მარცვლები გამაგრებას დაიწყებს.
სიმინდის მოსახარშად გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი ან თუჯის და ხარშვისას სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
რამდენიმე რჩევა: სიმინდს მოსახარშად მდუღარე წყალი ესხმებდა და არა ცივი.
არ შეიძლება ხარშვის დროს წყალში მარილის ჩაყრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცვლები გამაგრდება. მარილი შეგიძლიათ დააყაროთ ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ან უშუალოდ სუფრაზე მიტანისას.
ხარშვისას ჩაამატეთ წყალში ცოტა შაქარი ან კარაქი - ეს სიმინდს უფრო ნაზ გემოს მისცემს.
არ შეიძლება სიმინდის ხარშვა მაღალ ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ ცეცხლს უნდა დაუწიოთ.
მოხარშვის შემდეგ სიმინდი მალევე უნდა მიირთვათ, რადგან გაცივებისას გამაგრებას იწყებს. გაგრძელება