სასარგებლო და გემრიელი წვნიანი
ინგრედიენტები:
- ქათამი 1 კგ
- ნახარში 2 ლ
- ხახვი 2 თავი
- კვერცხი 4-5 ცალი
- ფქვილი 3 სკ
- ნიორი 3-4 კბილი
- ქინძი და კამა თითო კონა
- მარილი და ძმარი გემოვნებით
- ზაფრანა ნახევარი ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
1. გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
2. ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.
3. ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში. შიგ გახსენით ნახევარი კოვზი ზაფრანა.
ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ.
4. ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.
გემრიელად მიირთვით!