ნატუკა გულისაშვილის ლობიანის რეცეპტი ბარბარობისთვის

ნატუკა გულისაშვილის ლობიანის რეცეპტი ბარბარობისთვის
17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ბარბარობას ზეიმობს, თითქოს ესაა საწყისი იმ დღესასწაულებისა, რაც დეკემბრისა და იანვრის თვეში გველის.

თითქმის ყველა ცდილობს, ბარბარობას ოჯახში ლობიანი ჰქონდეს, დანარჩენი კი უკვე დიასახლისის ფანტაზიისა და მონდომების შედეგია. მსახიობ ნატუკა გულისაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ცნობილი კულინარია, ბარბარობის დღესასწაულზე ვესაუბრეთ და მისეული ლობიანის რეცეპტიც სპეციალურად თქვენთვის გამოვართვით.

- როგორ ემზადებით ბარბარობისთვის? რა ტრადიციები გაქვთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?

- მინდა გითხრათ, რომ ახალ წელზე მეტად მიყვარს ბარბარობა, წმინდა ბარბარე ბავშვთა მფარველია და გამორჩეული დამოკიდებულება
მაქვს ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო. რაც შეეხება სამზადისს, რაიმე გამორჩეული და განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ რასაც აუცილებლად ვაკეთებთ, ესაა ლობიანი და გოგრა. ამასთანავე, ვყიდულობთ ახალ ცოცხს. ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს, რომ ბარბარობა დღეს ახალი ცოცხი გვქონდა და დღემდე ასე ვართ. ყველანაირად ვცდილობ, ამ დღესასწაულს სახლში შევხვდე და შემდეგ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გავატარო დღე.

- ამბობენ, რომ ნამდვილი მეკვლეობა სწორედ ბარბარობასააო. რამდენად გჯერათ ზოგადად მეკვლის ფეხის ავკარგიანობის?

- მეკვლეობის მჯერა. ეტყობა ახალი ცოცხის ყიდვის ჩვევაც აქედან მოდის, მეკვლე რომ შემოვა, ახალი ცოცხით გზა უნდა გაუწმინდო. უბრალოდ, კონკრეტული მეკვლე, რომელსაც კარგი ან ცუდი ფეხი აქვს, არ მყავს, რატომღაც სულ ისე ხდება, რომ მე ან ჩემი შვილი ვართ ბარბარობას მეკვლეეები, გავდივართ და მერე ჩვენვე შემოვდივართ ყოველთვის. მეკვლეობისაც მჯერა და იმისიც, რომ როგორც დაიწყებ დღეს, როგორი ემოციითაც ელოდები დღესასწაულს, შემდეგ ისე გაგრძელდება წელი.

- რაც შეეხება ზემოხსენებულ ლობიანს და გოგრას, რომელსაც ბარბარობისთვის ყოველთვის ამზადებთ, გაგვიმხილეთ თქვენეული რეცეპტი... გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
მეგი
"ქეთევან კუპრაშვილი"-ს: საყვარელო, ხახვიც და ისპანახიც სამარხვო პროდუქტებია და მეორეც,თუკი აბსოლუტურად ყველაფერს აქვს ვარიანტები, რატომ არ უნდა ჰქონდეს ვარიანტები ლობიანებსაც? :D "eeeex"-ს: რას გვირჩევ, გენაცვალე? ლობიანის დასაგემოვნებლად რაჭაში ვიაროთ? თუ რაჭული სასაუზმე ვეძებოთ თბილისში?! და საერთოდ, რატომ მოჰყვა ამდენი ნეგატივი რეცეპტზე სხვადასხვა აზრს, აუხსნელია. ყველა მრავალ ახალ წელს დაესწარით მშვიდი და ლამაზი ნერვებით......
14:14 / 22-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთევან კუპრაშვილი
ლობიანს არც ხახვი უნდა დაარც მწვანილი მითუმეტეს ისპანახი,ბარბარობა არის მარხვაში და ლობიანის უნდა იყოს სამარხვო
20:39 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
e87a93