17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ბარბარობას ზეიმობს, თითქოს ესაა საწყისი იმ დღესასწაულებისა, რაც დეკემბრისა და იანვრის თვეში გველის.
თითქმის ყველა ცდილობს, ბარბარობას ოჯახში ლობიანი ჰქონდეს, დანარჩენი კი უკვე დიასახლისის ფანტაზიისა და მონდომების შედეგია. მსახიობ ნატუკა გულისაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ცნობილი კულინარია, ბარბარობის დღესასწაულზე ვესაუბრეთ და მისეული ლობიანის რეცეპტიც სპეციალურად თქვენთვის გამოვართვით.
- როგორ ემზადებით ბარბარობისთვის? რა ტრადიციები გაქვთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?
- მინდა გითხრათ, რომ ახალ წელზე მეტად მიყვარს ბარბარობა, წმინდა ბარბარე ბავშვთა მფარველია და გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო. რაც შეეხება სამზადისს, რაიმე გამორჩეული და განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ რასაც აუცილებლად ვაკეთებთ, ესაა ლობიანი და გოგრა. ამასთანავე, ვყიდულობთ ახალ ცოცხს. ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს, რომ ბარბარობა დღეს ახალი ცოცხი გვქონდა და დღემდე ასე ვართ. ყველანაირად ვცდილობ, ამ დღესასწაულს სახლში შევხვდე და შემდეგ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გავატარო დღე.
- ამბობენ, რომ ნამდვილი მეკვლეობა სწორედ ბარბარობასააო. რამდენად გჯერათ ზოგადად მეკვლის ფეხის ავკარგიანობის?
- მეკვლეობის მჯერა. ეტყობა ახალი ცოცხის ყიდვის ჩვევაც აქედან მოდის, მეკვლე რომ შემოვა, ახალი ცოცხით გზა უნდა გაუწმინდო. უბრალოდ, კონკრეტული მეკვლე, რომელსაც კარგი ან ცუდი ფეხი აქვს, არ მყავს, რატომღაც სულ ისე ხდება, რომ მე ან ჩემი შვილი ვართ ბარბარობას მეკვლეეები, გავდივართ და მერე ჩვენვე შემოვდივართ ყოველთვის. მეკვლეობისაც მჯერა და იმისიც, რომ როგორც დაიწყებ დღეს, როგორი ემოციითაც ელოდები დღესასწაულს, შემდეგ ისე გაგრძელდება წელი.
- რაც შეეხება ზემოხსენებულ ლობიანს და გოგრას, რომელსაც ბარბარობისთვის ყოველთვის ამზადებთ, გაგვიმხილეთ თქვენეული რეცეპტი... გაგრძელება