არ გამოგრჩეთ, ფეიხოას სეზონია! იოდის მდიდარი წყაროს ნატურალური პროდუქტი - Marao

არ გამოგრჩეთ, ფეიხოას სეზონია! იოდის მდიდარი წყაროს ნატურალური პროდუქტი

2020-11-26 11:41:17+04:00

სამხრეთამერიკული მარადმწვანე მცენარე საქართველოს კლიმატს კარგად მოერგო და სეზონურად გვახარებს უცნაური გემოთი - ერთდროულად ანანასის, კივისა და მარწყვისას რომ ჰგავს. გარდა გემოვნური და არომატული თვისებისა, ფეიხოა ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
плоды фейхоа

სასარგებლოა ნაყოფის კანიც. ნუ გადაყრით მას, გათლის შემდეგ გააშრეთ და ზამთარში ჩაიში დაუმატეთ.

чай с фейхоа

ფეიხოა იმითაა გამორჩეული, რომ იოდს შეიცავს - 50 მგ-მდე 100 გრამ რბილობში. მისი ჭამა რეკომენდებულია ორგანიზმში იოდის დეფიციტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს. აგრეთვე, ავიტამინოზის, ათეროსკლეროზის, პიელონეფრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. ფეიხოა გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. ეფექტურია გაციების საწინააღმდეგოდ.

ფეიხოას ცოცხალი მურაბა

сырое варенье из фейхоа

დაგჭირდებათ:

  • 1 კილო ფეიხოა,
  • 1 კილო შაქარი.

მომზადება:

  1. ნაყოფი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით კუდები.
  2. გაატარეთ კანიანად ხორცსაკეპ მანქანაში. გადაურიეთ შაქარი. ჩადეთ გასტერილებულ ქილებში. მაცივარში ინახება 2 თვე.
  3. ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობისთვის მიირთვით თითო სადილის კოვზი დილა-საღამოს 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.
аболевания щитовидки