წიწიბურას ბურღულეულის დედოფალს ეძახიან. მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.
ღია სალათისფერი მიუთითებს, რომ წიწიბურას თერმული დამუშავება არ გაუვლია. "ცოცხალი" წიწიბურა პოპულარობას დღითი დღე იხვეჭს. მას ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები მიირთმევენ და სხვებსაც ურჩევენ.
მწვანე წიწიბურა დაარჩიეთ და გარეცხეთ. მომინანქრებულ ჭურჭელში მოათავსეთ და წყაროს ან გაფილტრული წყალი დაასხით. გააჩერეთ 2-3 საათი.
დროის გასვლის შემდეგ წყალი გადაუწურეთ და ბურღული გადაიტანეთ იმ ჭურჭელში გადაიტანეთ, რომელშიც გაღვივდება.
დააფარეთ სველი მარლა და ისე ზემოდან ისე დააფარეთ, რომ წიწიბურამ ისუნთქოს. გასაღვივებლად წიწიბურა დადგით ბნელ, გრილ ადგილას.
ორ დღე-ღამეში წამონაზარდი 0,3-2 სმ-მდე უნდა გაიზარდოს. ეს მიუთითებს, რომ წიწიბურა "გამოცოცხლდა" და სამკურნალო თვისებები აღიდგინა. 15 საათის შემდეგ გაღვივებული წიწიბურა შეგიძლიათ მიირთვათ.
ეს არის ანტიოქსიდანტებით მდიდარი, იმუნიტეტის ასამაღლებელი, დაბერების შემაფერხებელი ბურღულეული.
სასარგებლოა ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად, ზედმეტი წონის დასაკლებად, შეიცავს ცილას, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, აუმჯობესებს კუჭის მუშაობას.
გაღვივებული წიწიბურა მდიდარია ომეგა3-ის მჟავებს, რაც აუმჯობესებს გულის მუშაობას, დაგიცავთ ათეროსკლეროზისგან.
მდიდარია E და B ჯგუფის ვიტამინებით.
გაღვივებული წიწიბურა შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 2 დღე. ის შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, ფაფებს, წვნიანებს, ბოსტნეულს, კარგად ეხამება რძის პროდუქტებსაც.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც.