რომელ კერძზე გიჟდებიან ზოდიაქოს ნიშნები? ცხარე, მჟავე, ტკბილი... - Marao

რომელ კერძზე გიჟდებიან ზოდიაქოს ნიშნები? ცხარე, მჟავე, ტკბილი...

2017-02-02 12:32:11+04:00

ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი გემოვნების მისწრაფებები ვარსკვლავებზეა დამოკიდებული.
თუ ზოდიაქოს ნიშნების საყვარელ კერძებს გაეცნობით, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გაოცებას შეძლებთ.

ვერძი

кулинарный гороскоп на 2017

ცეცხლოვან ნიშანს მოგზაურობა უყვარს, მათ შორის, გასტრონომიულიც. სიამოვნებას ანიჭებთ ცხარე და სანელებლიანი კერძების გასინჯვა. მათი ფავორიტია იტალიური სამზარეულო: არომატული პასტა, ბრუსკეტა, რიზოტო, ლაზანია და რა თქმა უნდა, 1 ბოკალი შავი ღვინო.

კურო

кулинарный гороскоп на 2017 год

ეგზოტიკური საკვებით ვერ გაახარებთ. მას ძველი, ოჯახური კერძები მოსწონს, რომლებსაც ბავშვობიდან მიირთმევს. სადილზე მწვანილი და ბოსტნეული მოუმარაგეთ, დესერტზე - ღვეზელები და ტკბილი ხილი.

ტყუპი

кулинарный гороскоп на каждый день

ამოუცნობი და ურთიერთგამომრიცხავი ნიშანია. მისთვის საუკეთესო ხორცი - ფრინველია. დესერტზე ნაყინი და ჩიზქეიქი მიართვით.

კირჩხიბი

еда по знаку зодиака

აღმერთებს ზღვის პროდუქტებს, თუმცა ბებიის კატლეტებსაც მშვენივრად მიირთმევს. კირჩხიბი ადამიანებსაც ეჯაჭვება და კერძებსაც. თუმცა, არც ეგზოტიკურ გემრიელობებზე - მანგო, პაპაია - ამბობს უარს.

ლომი

предпочтения в еде по знакам зодиака

ძირითადად, ხორცეულს ეტანება, მაგრამ სალათსაც და თევზსაც დააგემოვნებს. ხილს სიამოვნებით მიირთმევს. განსაკუთრებით, ანანასსა და ფორთოხალს. ტკბილეული მისი სუსტი წერტილია.

ქალწული

пристрастия в еде по знакам зодиака

დიეტოლოგადაა დაბადებული. უპირატესობას ანიჭებს: ინდაურის, ხბოს ხორცს, ორთქლზე მოთუშულ ბოსტნეულს. წვნიანსა და ფაფას კი ყოველდღე მიირთმევს. ბროწეული, მარწყვი, ატამი მისი საყვარელი ხილია. ტკბილეულიდან შეიძლება შავი შოკოლადი შეჭამოს.

სასწორი

блюда по знакам зодиака

კულინარიული ესთეტია. ხორცსაც ჭამს და თევზსაც. მთავარია, კერძი მიმზიდველად გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით უყვარს ტკბილეული, ხილი.

მორიელი

пища по знакам зодиака

სანელებლებით გაჯერებული, პიკანტური კერძები უყვარს. უპირატესობას საოჯახო სამზარეულოს ანიჭებენ, თუმცა ზღვის პროდუქტებზეც არ ამბობენ უარს. ხილიდან ყველაზე მეტად ციტრუსები უყვართ.

მშვილდოსანი

необычный гороскоп

ინტერნაციონალური გურმანია, ყველა ქვეყნის სამზარეულო უნდა გასინჯოს. მისი საყვარელი სოუსებია მდოგვი და კეტჩუპი. ტკბილეული მაინცდამაინც არ უყვარს, უფრო მეტად ჩირი.

თხის რქა

что едят стрельцы

კონსერვატორი ნიშანია და ჭამს იმ კერძებს, რომლებიც ბავშვობაში შეუყვარდა. თუმცა ეგზოტიკურსაც დააგემოვნებს. ტკბილეულიდან უყვარს მაჭკატები, ღვეზელები, შოკოლადის დესერტი.

მერწყული

что едят овны

ბავშვობიდან ცნობისმოყვარეა. შეჭამს იმას, რაც ინტერესს გაუღვიძებს. უყვარს კულინარიული ექსპერიმენტები.

თევზები

интересный гороскоп

თევზეულსაც მიირთმევენ და მწვადსაც. ხოლო, როცა საქმე ტკბილეულს ეხება, გონება ებინდებათ. აღმერთებენ ოჯახურ ნამცხვრებს. განსაკუთრებით, ალუბლის მურაბით.