ცხარე და მადისაღმძვრელი ნიგვზიანი ხარჩო - მეგრული რეცეპტი

ცხარე და მადისაღმძვრელი ნიგვზიანი ხარჩო  - მეგრული რეცეპტი
ნიგვზიანი ხარჩო მეგრული წარმოშობის კერძია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. მას ღომთან, მჭადსა და ელარჯთან ერთად მიირთმევენ.

ინგრედიენტები (6-8 ულუფა)

დეკეულის ხორცი – 1 კგ
პამიდორი – 300 გ
ხახვი – 2 თავი
უცხო სუნელი – 1 სადილის კოვზი
ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი
ხმელი ქინძი – 1 სადილის კოვზი
ნიორი – 4 კბილი
ტომატ-პასტა – 30 გ
ნიგოზი – 400 გ
სიმინდის ფქვილი – 2 სადილის კოვზი
კარაქი – 100 გ
მარილი,
წითელი წიწაკა
– გემოვნებით

საჭირო ჭურჭელი


სქელძირიანი ქვაბი
კოვზი
დანა
სამზარეულოს დაფა
თასი
ბლენდერი

სხვა მეგრული კერძების მსგავსად, ხარჩოც ცხარე გემოთი გამოირჩევა, რაც წითელი წიწაკის დამსახურებაა, თუმცა, შეგიძლიათ წიწაკა მას გემოვნებით დაამატოთ. ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოამზადეთ სანელებლები. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად და შუშეთ.

დაჭრილი პამიდორი ათქვიფეთ ბლენდერში. ხორცს დაუმატეთ ცხიმი და ხახვი. შუშეთ დაახლოებით 20-25 წუთი. კარგად რომ ჩაიშუშება, პამიდორი დაასხით. ნიგვზიანი მასა
ბლენდერით ათქვიფეთ. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, დაასხით ნიგვზიანი მასა და ურიეთ. როცა წამოდუღდება, დაამატეთ წიწაკა, ნიორი, ძმარი, მარილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.

ხახვი წვრილად დაჭერით. პამიდორი დამდუღრეთ, კანი გააცალეთ და თესლი მოაშორეთ, მოშუშულ ხორცს ცოტა მდუღარე წყალი დაასხით და შუშვა ნელ ცეცხლზე განაგრძეთ. გატარებულ ნიგოზს დააყარეთ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, მარილი, სიმინდის ფქვილი, დაასხით წყალი და აურიეთ. სუფრასთან მიტანისას ხარჩოს შეგიძლიათ
ნიგვზის ზეთი მოასხათ.

ეს და სხვა უგემრიელესი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ წიგნების - "მსოფლიო კულინარიის შედევრები" მორიგ ტომში - "ქართული სამზარეულო".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 21 /
მარინა
ეს არაა მეგრული ხარცო
15:35 / 22-12-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
არა უგემრიელესიაო? ამდენი შენიშვნები კი დაიმსახურა
23:19 / 18-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93