ყავის სარგებლობა და არომატი რამდენიმეჯერ გაიზრდება, თუკი მას ამ საიდუმლო ინგრედიენტს დაუმატებთ!

ყავის სარგებლობა და არომატი რამდენიმეჯერ გაიზრდება, თუკი მას ამ საიდუმლო ინგრედიენტს დაუმატებთ!
თუკი ყავა გიყვართ და მის გარეშე დღეს ვერ იწყებთ, თქვენთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს. მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგად ნაპოვნია იდეალური ინგრედიენტი, რომელიც ამ მატონიზირებელ სასმელს კიდევ უფრო სასარგებლოსა და გემრიელს ხდის.

ეს არც დარიჩინია და არც ლიმონის ცედრა, არამედ არომატული კაკაო. მოამზადეთ ყავა მოკაჩინო ან უბრალოდ დაუმატეთ მწიკვი კაკაო ჩვეულად მოდუღებულ ყავაში.

ყავა კაკაოთი
აშშ-ში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ადამიანები დაყვეს რამდენიმე ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს განსაზღვრული სასმელი უნდა მიეღო: სუფთა ყავა,
ყავა დარიჩინით, ყავა ქოქოსის ზეთით, კაკაო და ყავა კაკაოთი.
რამდენიმე ხნის შემდეგ მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს. საუკეთესო მონაცემები აჩვენეს იმ ჯგუფის მონაწილეებმა, რომლებიც ყოველდღიურად ყავას კაკაოთი სვამდნენ.
ეს უცნაურიც არ არის, ორივე პროდუქტი ხომ უნიკალურ თვისებებს შეიცავს.

რა სარგებლობა აქვს ყავას კაკაოთი?


1. ენერგია და კარგი განწყობა

უზარმაზარი რაოდენობის ანტიოქსიდანტებისა და სასარგებლო მინერალების წყალობით ეს სასმელი ხელს უწყობს ენდორფინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც ზრდის სასიცოცხლო ტონუსს და ამაღლებს განწყობას. ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გონებრივი სამუშაოს შესრულება უწევს ან ხშირად ხვდება სტრესულ სიტუაციაში.


2. კიბოს პრევენცია

დღეში 2 ფინჯანი ყავა კაკაოთი ამცირებს კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს. ასევე არაჩვეულებრივია მწეველებისთვის.

3. წონის დასაკლებად

ყავა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხოლო კაკაო დანაყრების შეგრძნებას იწვევს ამიტომაც მოხდენილი სხეულის შესანარჩუნებლად, ღირს, დალიოთ ყოველდღიურად ეს გემრიელი სასმელი.

4. მამაკაცის ჯანმრთელობისთვის

ყავა ეფექტურია რეპროდუქციული ფუნქციისთვის მამაკაცებში - ეს სასმელი ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გააქტიურებას. კაკაოს ფხვნილი შეიცავს ცილას და ცხიმმჟავებს, რომლებიც სპერმის ხარისხს აუმჯობესებს.
кофе с какао польза

5. პარკინსონის პროფილაქტიკა

ამ სასმლის რეგულარულად მიღება აქვეითებს პარკინსონის დაავადების საშიშროებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქალებმა ყავა კაკაოთი ზომიერად უნდა მიიღონ, ხოლო მამაკაცებმა - დიდი რაოდენობით.

6. სილამაზისა და ახალგაზრდობისთვის

ყავა ხელს უწყობს კანის სიმკვრივის შენარჩუნებას, ხოლო კაკაო შეიცავს ბუნებრივ პიგმენტ მელანინს, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას ახშობს.
кофе с какао польза
აღსანიშნავია, რომ კაკაოიანი ყავის ბოროტად გამოყენება არ ღირს. თითოეულ ადამიანს მისი მიღების საკუთარი ნორმა აქვს: ვიღაც იტანს დღეში 7 ფინჯანს და თავს შესანიშნავად გრძნობს, ვიღაცისთვის კი 1 ფინჯანიც საკმარისია.
ყავა და კაკაო ცალ-ცალკეც შესანიშნავი სასმელებია, თუმცა ერთად მათი ეფექტი ორმაგდება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93