საცივი - ტრადიციული და მადისაღმძვრელი

საცივი  - ტრადიციული და მადისაღმძვრელი
საცივი დასავლეთ საქართველოს სამზარეულოს მიეკუთვნება და ქართული საახალწლო სუფრის
მშვენებაა. ნიგვზითა და სანელებლებით შეზავებული ეს კერძი განსაკუთრებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა.
ინგრედიენტები (6-8 ულუფა)

ინდაური ან მოზრდილი ქათამი – 1 ცალი
ნიგოზი – 1 კგ
ხახვი – 250 გრ
უცხო სუნელი – 1 სადილის კოვზი
ყვითელი ყვავილი – 2 სადილის კოვზი
მიხაკი – 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი –1/2 ჩაის კოვზი
ხმელი ქინძი – 1/2 ჩაის კოვზი
ნიორი – 2 კბილი
მარილი, წითელი წიწაკა – გემოვნებით

საჭირო ჭურჭელი
სქელძირიანი ქვაბი
ტაფა
კოვზი
დანა
ხორცსაკეპი მანქანა
სამზარეულოს დაფა
ბლენდერი


მოამზადეთ ინგრედიენტები: მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა. ნიგოზი 2-3-ჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ქათამი ან ინდაური მოხარშეთ, შეაგრილეთ, მარილი მოაყარეთ და აირღუმელში
შებრაწეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.


ხახვი წვრილად დაჭერით და ქათმის ბულიონიდან მოხდილ ცხიმში მოშუშეთ. თუ ბულიონი ნაკლებცხიმიანია, კარაქი დაუმატეთ.

სანელებლები, დანაყილი ნიორი და ნიგოზი ერთად ზილეთ ხელით, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი შეინახეთ.

ნიგვზის მასას შეურიეთ მოშუშული ხახვი, ცოტა ბულიონი და ბლენდერში ათქვიფეთ, მიღებულ მასას იმდენი ბულიონი დაუმატეთ, რომ თხელი არაჟნის სისქის მასა გამოვიდეს.

ნიგვზიანი მასა ბულიონში ჩაასხით და 5-10 წუთით ადუღეთ, შემდეგ შიგ ქათმის ნაჭრები ჩააწყვეთ. საცივი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

ეს და სხვა უგემრიელესი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ წიგნების - "მსოფლიო კულინარიის შედევრები" მორიგ ტომში - "ქართული სამზარეულო".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 31 /
ნინო
ძალიან კარგი რეცეპტია,მადლობა.
10:22 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Maja
Z alian magariaaa
00:13 / 06-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93