იცით, რომ იტალიელებმა მაკარონის 100-ზე მეტი ფორმა მოიფიქრეს? იცოდეთ, რა განსხვავებაა მათ შორის! - Marao

იცით, რომ იტალიელებმა მაკარონის 100-ზე მეტი ფორმა მოიფიქრეს? იცოდეთ, რა განსხვავებაა მათ შორის!

2020-07-30 12:25:10+04:00

სპაგეტის ყველა ვამზადებთ, მაგრამ თითქმის არავინ იცის, რომ იტალიელებმა 100 სახეობის მაკარონი მოიგონეს.
პასტა - იტალიელების საყვარელი საჭმელია. იტალიაში მაკარონს პასტა ჰქვია, რაც "ცომს" ნიშნავს.

უამრავი სახეობის პასტა არსებობს: ინგრედიენტების ფორმის, ფერის, მომზადების სისწრაფით განსხვავებული. სოუსიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, - რაც უფრო მოკლე და მსხვილია მაკარონი, მით სქელი უნდა იყოს სოუსი.

პასტა არსებობს მშრალი, ახალი და გულსართიანი.

ახალი პასტა - მზადდება რბილი ფქვილისა და კვერცხისგან. მომზადებისთანავე იხარშება. ნაზი კონსისტენცია აქვს.

მშრალი პასტა - ფქვილისა და წყლისგან იზილება, გამომშრალი დიდხანს ინახება. მისგან მზადდება სპაგეტი, ვერმიშელი, რომელსაც იტალიურად "ჭიაყელა" ჰქვია.

გულსართიანი პასტა - რავიოლი, ლაზანია და კანელონია. მათში გულსართად ყველი არ გამოიყენება.

არსებობს პასტის რამდენიმე სახეობა

Фотография:  в стиле , Макароны, Обзоры, Секреты кулинарии – фото на InMyRoom.ru

ლუნგა ან გრძელი პასტა - ამ კატეგორიაში დაახლოებით 15 მაკარონია გაერთიანებული, რაც 10 სმ-ზე გრძელია: სპაგეტი, ფეტუჩინი, ბუკატინი, კაპელინი, ლინგვინი, პაპარდელე და სხვები.

პასტა კორტა, ანუ მოკლე პასტა - მასში გაერთიანებულია 3-5 სმ მაკარონი. ეს არის: ფუზილი (სპირალი), პენე (ცერად წაჭრილი მილი), ფარფალე (პეპელა), კონკილიე (ნიჟარა) და სხვები.

მცირე პასტა - მასში გვხვდება ერთსანტიმეტრიანი მაკარონი. მას ძირითადად წვნიანებში იყენებენ. სტელინი (ვარსკვლავი), დიტალინი (რგოლები) და ა.შ.

Фотография:  в стиле , Макароны, Обзоры, Секреты кулинарии – фото на InMyRoom.ru

გულსართიანი პასტა - ეს არის სხვადასხვა გულსართით მომზადებული მაკარონი: რავიოლი, ტორტელინი, ტორტელაჩი, მეცელუნე, ფაგოტინი, პანზოტი.

Фотография:  в стиле , Макароны, Обзоры, Секреты кулинарии – фото на InMyRoom.ru

აირჩიეთ თქვენთვის მოსაწონი მაკარონის სახეობა, შეურჩიეთ სოუსი და მოიწყვეთ პასტის დღესასწაული.