კულინარია და ლიტერატურა: რას მიირთმევენ წიგნის გმირები - Marao

კულინარია და ლიტერატურა: რას მიირთმევენ წიგნის გმირები

2018-08-19 11:41:47+04:00

გახსოვთ, რას მიირთმევენ თქვენი საყვარელი წიგნის გმირები? ამერიკელმა სტუდენტმა დინა ფრაიდმა ფოტო გადაუღო 10 ლიტერატურულ ნაწარმოებში ნახსენებ კერძებს.

1. ჰარპერ ლი "ვინ მოკლა ჯაფარა"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

სამზარეულოს მაგიდა გადატვირთული იყო სხვადასხვა კერძით: სქლად დაჭრილი შებოლილი ღორის ნაჭრები, პომიდორი, ბარდა, და ყურძენიც კი".

2. ჯეკ კერუაკი "გზაზე"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"ვაშლის ღვეზელი მივირთვი ნაყინთან ერთად. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი აიოვას, უკეთესი და უკეთესი ხდებოდა, ღვეზელები _ დიდი, ნაყინი _ სქელი".

3. ჩარლზ დიკენსი "ოლივერ ტვისტი"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"აგენტთან შეთანხმდნენ, რომ დღეში სამჯერ მიართმევდა თხელი ფაფის ულუფას, კვირაში ორჯერ ხახვს და კვირაობით ნახევარ ფუნთუშას".

4. სტიგ ლარსონი "გოგონა დრაკონის ტატუთი"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"მოშიებული სამზარეულოში შევიდა და ყავის აპარატი ჩართო. რამდენიმე საათის უჭმელი იყო, მოიმზადა სამი მოზრდილი ბუტერბროდი _ ყველით, ხიზილალითა და მოხარშული კვერცხით".

5. ლუის კეროლი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"მარტის ბაჭიამ დაფიქრებული იერით საათი ჩაიში ჩააწო, შემდეგ მოწყენილმა დახედა. უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრა, წარმოთქვა: "იცით, ეს საუკეთესო კარაქი იყო!"

6. ჯერომ სელენჯერი "თამაში ჭვავის ყანაში"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"სტუმრად ყოფნისას ყოველთვის მივირთმევ ბუტერბროდს შვეიცარიული ყველით და ფინჯან რძეს. უმნიშვნელოა, მაგრამ რძეში უამრავი ვიტამინია".

7. ჰერმან მელვილი "მობი დიკი"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

ამ წვნიანს ნაწარმოების ერთი თავი აქვს მიძღვნილი. ზღვის პრიდუქტების კერძს ცჰოწდერ ჰქვია.

8. სილვია პლატი "მინის გუმბათის ქვეშ"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"ავოკადო ჩემი სავარელი ხილია. მისი ჭამა ბაბუამ მასწავლა. რბილობი წვენთან ერთად ღრმა თეფშზე უნდა გადმოიღო, კარგად ათქვიფო, შემდეგ ისევ ნაყოფის ქერქში ჩააბრუნო და მიირთვა".

9. სპირი იოჰანა "ჰაიდი ანუ ჯადოსნური მდელო"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"მოხუცმა ცეცხლს მიუშვირა რკინის ჩანგალზე წამოცმული ყველის მოზრდილი ნაჭერი და მანამდე ატრიალა, სანამ ყველი ყველა მხრიდან ოქროსფერი დაბრაწული ქერქით არ დაიფარა".

10. მარსელ პრუსტი "დაკარგული დროის ძიებაში"

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

"ნიჟარის ფორმის ორცხობილა შეიძლება საკონდიტროს დახლებზეც შემინიშნავს, მაგრამ მხოლოდ მათი გასინჯვის დროს მიმძაფრდებოდა მოგონებები".

კომენტარებში გაგვიზიარეთ რომელი კერძი გაგახსენდათ ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას.