ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა მოამზადოთ შემოდგომაზე!
ინგრედიენტები:
იოგურტი 1 ც.
ყავისფერი შაქარი 1,5 ქილა
ვანილის შაქარი 1 პაკეტი
კვერცხი 2 ც.
ქოქოსის კარაქი 1/2 ქილა
ფქვილი 3 ქილა
გამაფხვიერებელი 1/2 პაკეტი
ვაშლი საშუალო 3 ც.
ნუში გახეხილი 2 ს/კ.
მომზადების წესი:
შეურიეთ იოგურტი შაქარს და ვანილის შაქარს. დაუმატეთ კვერცხი და ქოქოსის კარაქი, აურიეთ.
ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი. ჩაყარეთ მზა მასაში და აურიეთ. მოზილეთ ცომი.
საცხობ ფორმას წაუსვით ქოქოსის კარაქი და დადეთ ცომი.
ვაშლი გათალეთ, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გულები.
დაჭერით ძალიან თხელ ფენებად და ჩაძირეთ ცომში.
მოაყარეთ გახეხილი ნუში და 2 ს/კ ყავისფერი შაქარი.
აცხვეთ 180С-ზე დაახლოებით 30 წთ.
გემრიელად მიირთვით!