მარტივი ლაიფჰაკი: როგორ მოვამზადოთ იდეალური ბრინჯი

მარტივი ლაიფჰაკი: როგორ მოვამზადოთ იდეალური ბრინჯი
ბრინჯის მოხარშვას რა უნდა - იტყვის ზოგიერთი, მაგრამ ასე არაა. რომ არ ჩაიშალოს, უმი რომ არ დარჩეს, რომ არ მიიკრას და ერთმანეთს არ მიეწებოს, ბრინჯის მოხარშვას ცოდნა უნდა.

სამი მთავარი წესი უნდა დაიცვათ:


  • საჭირო რაოდენობის წყალი;
  • კარგად გარეცხვა;
  • სუფრაზე მიტანამდე დაასვენეთ.

რამდენი წყალი სჭირდება ბრინჯს


რეცეპტებში მითითებულია 1 ჭიქა ბრინჯზე 2 ჭიქა წყალი. უმჯობესია, იმდენივე წყალი დაასხათ, რამდენიც თვითონ ბრინჯია, გათვლით 1:1-ზე.

სჭირდება თუ
არა ბრინჯს გარეცხვა?


კი, განსაკუთრებით, თეთრს. უნდა გამოიდევნოს სახამებელი, რომ მოხარშვისას ბრინჯი ერთმანეთს არ მიეკრას.

რატომ დავასვენოთ ბრინჯი?


რომ შეიწოვოს ზედმეტი წყალი და არ გადაიხარშოს.

ბრინჯის მოსახარშად დაგჭირდებათ:


  1. ბრინჯი
  2. საცერი
  3. ქვაბი
  4. ჩხირი, დანა, თითი, სიღრმის გასაზომად.
  5. წყალი
  6. მარილი
  7. ცხიმი
  8. საათი.


ბრინჯი საცერში მოათავსეთ და გარეცხეთ, სანამ გამდინარე წყალი გამჭვირვალე არ გახდება.
ბრინჯი ქვაბში გადაიტანეთ და ჩხირით გაზომეთ მისი სიღრმე. ჩხირი ქვაბის ძირს უნდა მიედოს. არ მოაშოროთ ხელი. ახლა ბრინჯის ზემოდან დადეთ ჩხირი და დაასხით წყალი, სანამ ნიშნულს არ მიაღწევს.

თუ მუქი ან ყავისფერი ბრინჯი გაქვთ, ცოტა მეტი წყალი დაგჭირდებათ, დაახლოებით ფრჩხილის ნახევრამდე.
ახლა დაუმატეთ მარილი - გემოვნებით და ცხიმი (ზეთი, კარაქი), - სურვილით.

ქვაბს ხუფი დაახურეთ და მაღალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. დახლოებით 5 წუთი დასჭირდება.

ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი. ყავისფერს 45 წუთი დასჭირდება. როცა ბრინჯი მოიხარშება, გადადგით და 15 წუთი დავდახურულ ქვაბში გააჩერეთ. შემდეგ ჩანგლით ააფხვიერეთ და სუფრაზე მიიტანეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93