ხშირად მოუცლელობის გამო ხილისა და ბოსტნეულის დროულად ჭამას ვერ ვახერხებთ. დღეს გასწავლით, რა უნდა მოუხერხოთ პროდუქტს, რომლის გადაყრაც ადრეა, ჭამა კი - გვიანი.
1. პომიდორი
დარბილებული პომიდორი დააბლენდერეთ და მოხარშეთ. ძლებს 2-3 დღე. ტომატის პიურეს გამოიყენებთ სადილებში. თუ კონტეინერში მოათავსებთ და გაყინავთ, 6 თვე შეგენახებათ.
2. ყურძენი
ფრთხილად გარეცხეთ და გააშრეთ, კონტეინერში მოათავსეთ და გაყინეთ. გამოიყენებთ ღვინის გასაცივებად, "სანგრიას" მოსამზადებლად.
3. კენკრა
თეფშით შედგით საყინულეში. რომ გაიყინება, პაკეტში გადაიტანეთ. გამოიყენებთ სწრაფი ჯემების, სმუზებისა და ტკბილი ღვეზელებისთვის. აგრეთვე, ტორტის მოსართავად.
4. მწვანილი
დააბლენდერეთ, დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ყინულის ფორმებში მოათავსეთ და გაყინეთ. გამოიყენებთ წვნიანებში, სოუსებში, ხორცისა და თევზის კერძებში.
5. ცუკინი, გოგრა
მოაცალეთ დაზიანებული ადგილები, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკარონისთვის, სალათებისა და სენდვიჩებისთვის.
6. ვაშლი
გათალეთ, დააბლენდერეთ და გამოიყენეთ ან კომბოსტოს სალათისთვის, ან ღვეზელისთვის.
7. ბანანი
გააკეთეთ პიურე და გაყინეთ. გამოიყენებთ სმუზისა და ბავშვთა კვებისთვის, აგრეთვე, დესერტებში.
8. ციტრუსები
ორი კვირა ინახება, მაგრამ თუ გაფუჭებისკენ მიდის, გახეხილი ცედრა ცალკე შეინახეთ, წვენი - ცალკე (2 დღე ინახება). ან ფორმაში გაყინეთ და სოუსებს, წვენებს დაუმატეთ.
9. კიტრი, წიწაკა, სტაფილო, ბოლოკი
მოამზადეთ პიკული. გასუფთავებულ და დაჭრილ ბოსტნეულს დაასხით მარინადი: 1 ჭიქა ძმარი გაათბეთ, დაუმატეთ 1/3 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ მარილი, ურიეთ გადნობამდე, შეაგრილეთ, დაუმატეთ ნიორი, ცხარე წიწაკა, სანელებლები. დაასხით ბოსტნეულს და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ სალათებისა და სენდვიჩებისთვის. ინახება 2 კვირა.
იხილეთ: პროდუქტები, რომლებიც მუწუკებს მოგაშორებთ