კენკრით, თაფლით და ბალახეულით! ვამზადებთ გემრიელ და სასარგებლო ჩაის, რომელიც გაგათბობთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ჩაი ქაცვით
მომზადების დრო:10 წთ
რაოდენობა: 1 ჩაიდანზე
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ქაცვი
- 2 ს/კ თაფლი
- ვანილი 1 ჩხირი
- 2–3 ღერი პიტნა
- 1 ს/კ. შავი ჩაის ფოთლები

მომზადება:
- ჩაიდანში მოათავსეთ ქაცვი, შავი ჩაი და ვანილის ჩხირი. დაუმატეთ პიტნა და დაასხით მდუღარე წყალი.
- ჩაიდანი პირსახოცით შეფუთეთ და 15 წთ გააჩერეთ. შემდეგ, ჩაი ჭიქებში დაასხით.
გემრიელად მიირთვით!