ახალი წელი ახლოვდება და დროა, სადღესასწაულო მენიუ შევადგინოთ. გირჩევთ, ტრადიციული საჭმელების ნაცვლად გაამრავალფეროვნოთ სუფრა ორიგინალური და გემრიელი კერძებით.
1. მთავარი კერძი
რა თქმა უნდა, ხორციანი უნდა იყოს. მაგალითად, ღორის ნეკნები.

დაგჭირდებათ: 1 კილო ღორის ხორცი, 2 ს/კ მდოგვი, კეტჩუპი, მარილი, პილპილი, ტკბილი წიწაკა გემოვნებით.
გარეცხილი ნეკნები პორციებად დაჭერით.
სანელებლები ერთმანეთში გადაურიეთ და ხორცს წაუსვით.
ღრმა ჯამში მოათავსეთ ხორცი და 2 საათით მაცივარში გააჩერეთ.
გამოაცხვეთ ხორცის ნაჭრები ღუმელში. ძირზე მოთუშული ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ხახვი) დაულაგეთ.
სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, მწვანილებიანი არაჟნის სოუსთან ერთად.{{ArticleSplitCont}}
2. ხორცის რულეტი

ხორცის ფილე კარგად დაბეგვეთ.
ხახვთან და ნიორთან ერთად მობრაწეთ სოკო.
დაუმატეთ გახეხილი ყველი.
დაბეგვილი ხორცის ფილეში გადაანაწილეთ გულსართი. ზემოდან წაუსვით კარაქი და გამოაცხვეთ ღუმელში 80-90 წუთი, 180 გრადუსზე.{{ArticleSplitCont}}
3. წასახემსებელი/ თევზის ბუტერბროდი

დაგჭირდებათ: საბუტერბროდე პური, წითელი თევზი, მწვანილი, მდნარი ყველი.{{ArticleSplitCont}}
4. ტარტალეტები ნებისმიერი გულსართით

შეგიძლიათ გულსართად გამოიყენოთ შეწვარი შამპინიონი ქათმის ფილეთი და ხახვით, რომელსაც სანელებლებიან და მწვანილიან არაჟანს შეურევთ.{{ArticleSplitCont}}
5. ორიგინალური პროფიტროლი ქათმის ღვიძლით

კარაქში მოხრაკული ქათმის ღვიძლი და ხახვი დააბლენდერეთ, დაუმატეთ პილპილი, მარილი და ამოავსეთ პროფიტროლი.{{ArticleSplitCont}}
6. საქონლის ხორცის სალათა

მოხარშულ საქონლის ხორცს დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, ნიახური, სანელებლები, ვაშლის ძმარი და ზეითუნის ზეთი.
გახსოვდეთ, რომ 2018 ყვითელი ძაღლის წელია. ამიტომ სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ამ ფერის კერძი. იდეალური ვარიანტია - სალათა "აფრიკა".{{ArticleSplitCont}}
7. სალათა "აფრიკა"

ფენა-ფენა დაალაგეთ მოხარშული ქათმის ფილე, ბანანი, გახეხილი მაგარი ყველი და თითოეულს წაუსვით მაიონეზი. ზემოდან დააფინეთ სალათის ფურცელი და მორთეთ მანდარინის ლებნებით.{{ArticleSplitCont}}
8. გარნირი/ კარტოფილის გრატენი

12 ცალი კარტოფილი მსხვილად დაჭერით, მოათავსეთ ფორმაში, შეურიეთ პილპილ-მარილი. მოასხით 2 ჭიქა ნაღები, მოაყარეთ ჯავზი, დაალაგეთ 50 გრამი კარაქის ნაჭრები. მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცვეთ 200 გრადუსზე გამზადებამდე.
ორიგინალური იქნება გამომცხვარი კარტოფილიც.
საახალწლო სუფრა დესერტის გარეშე წარმოუდგენელია.{{ArticleSplitCont}}
9. შინაურული "რაფაელო" ყველას გულს მოიგებს

200 გრამ შედედებულ რძეს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი. მკვრივი მასა უნდა მიიღოთ. პატარა ბურთები გააკეთეთ და გულში მოხალული თხილი ან ქიშმიში ჩაუდეთ. ამოავლეთ ქოქოსისვე ფანტელში. სუფრაზე მიტანამდე დესერტი მაცივარში გაყინეთ.{{ArticleSplitCont}}
10. ფორთოხლის ჟელე

4 ცალი ფორთოხლის წვენს დაუმატეთ ჟელატინი და ყავისფერი შაქარი. ჩაასხით ჭიქებში და გაყინეთ. სუფრაზე მიტანამდე მორთეთ ათქვეფილი ნაღებით და ფორთოხლის ლებნებით.