დარიჩინის გამოყენების 10 მოულოდნელი ხერხი

დარიჩინის გამოყენების 10 მოულოდნელი ხერხი
დარიჩინი - ყავისფერი ხის გამომშრალი ქერქია. ეს არის სანელებელი, რომლის არომატი ცხელ ჩაისთან, ვაშლის ღვეზელთან, გლინტვეინთან და რა თქმა უნდა, ზამთრის დღესასწაულებთან ასოცირდება.

დარიჩინი კულინარიაში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სანელებლად ითვლება, მაგრამ მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვისაცაა შესაძლებელი.

დარიჩინიანი ნიღბები შველის თმის ცვენას და ქერტლს



დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თმის ზრდის პროცესს უწყობს ხელს. ის შეიცავს ვიტამინებს: A, C, B1 და მინერალებს (რკინა, კალიუმი და სხვ.). ნიღაბი დადებით გავლენას ახდენს თმაზე.
რეცეპტი:
შეურიეთ თანაბარი პროპორციით დაფქული
დარიჩინი და თაფლი. შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ 15-20 წთ. შემდეგ თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ. 

დარიჩინი აფრთხობს ჩრჩილს



დადეთ პატარა ტომსიკით დარიჩინის, გვირილისა და სურნელოვანი პილპილის ნაზავი კარადაში ან მიამაგრეთ საკიდზე. 

დაფარეთ ნაკაწრები ავეჯის ზედაპირზე



დარიჩინის ფხვნილი აკურატულად წაუსვით ნაკაწრებს და ნაჭრით დაამუშავეთ. ხაზები წამში გაქრება. 

მანქანაში რომ სასიამოვნო სურნელი დადგეს



იმის ნაცვლად, რომ ქიმიური არომატიზატორი ჩამოკიდოთ მანქანაში, გამოიყენეთ დარიჩინი. მისი სურნელი ნერვებსაც ამშვიდებს და სასიამოვნო განწყობასაც შეგიქმნით. 

აბაზანა ფეხებისთვის


დარიჩინს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ სოკოს დაავადების პროფილაქტიკისთვისაც. თუ ფეხები გიოფლიანდებათ, სცადეთ აბაზანა:

დარიჩინის 10 ჩხირი წამოადუღეთ 1 ლ წყალში. გააგრილეთ კომფორტულ ტემპერატურამდე და ჩაყავით ფეხები 20 წთ. 

ხალიჩა და ავეჯი



თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, პერიოდულად ხალიჩა დაფქული დარიჩინის ხსნარით გაწმინდეთ. ის მომენტალურად გაანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.

შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი საკვებ სოდას და ხალიჩაზე მოაფრქვიეთ. გააჩერეთ 5-7 წთ, შემდეგ მტვერსასრუტი მოატარეთ.  


გულისრევის დროს



გულისრევისგან რომ გათავისუფლდეთ, მოამზადეთ მარტივი ხსნარი: დარიჩინის 1 ჩხირი ჩააგდეთ 1 ჭ წყალში და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 10 წთ. გააცივეთ და პატარა ყლუპებით დალიეთ.


როცა ტკბილი გინდათ



დარიჩინი დაგეხმარებათ გლუკოზის სისხლში დარეგულირებაში. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ რაციონში შაქრის ნაცვლად მწიკვი დარიჩინი გამოვიყენოთ (ყავაში, ფაფაში).

წყარო: onegoodthingbyjillee.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93