გთავაზობთ განსხვავებულ "ოლივიეს" შეფ-მზარეულ რუსიკო შამათავას რეცეპტის მიხედვით.
ინგრედიენტები:
- ცოცხალი კიტრი
- მჟავე კიტრი (თანაბარი რაოდენობით)
- კვერცხი
- მოხარშული კარტოფილი
- მოხარშული ქათმის ფილე
- ვარდისფერი პომიდორი
- სალათის პომიდორი
- ქონდარი
- მაიონეზი
- ოხრახუში
- მარილი
მომზადება:
მოხარშეთ კვერცხები მაგრად. გამოაცალეთ გულები (გამოიყენება მხოლოდ ცილა). მოხარშული ქათმის ფილე, ცილები, კარტოფილი და კიტრის ორივე სახეობა და სალათის პომიდორი კუბებად დაჭერით. მწვანილი - წვრილად. ყველა კომპონენტი შეურიეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ მაიონეზით. ვარდისფერი პომიდორი კუბებად დაჭერით.
თეფშის ცენტრში სალათა დადეთ და მრგვალი ფორმა მიეცით. გაათანაბრეთ ზედაპირი.
ზემოდან დაადეთ ვარდისფერი პომიდორი და ცოცხალი ქონდარი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!