შობა-ახალი წლის სამარხვო სუფრისთვის: წიწიბურას და სოკოს ტრიუფელი - Marao

შობა-ახალი წლის სამარხვო სუფრისთვის: წიწიბურას და სოკოს ტრიუფელი

2019-12-16 10:57:35+04:00

თუ საშობაო მარხვას იცავთ, გემრიელი და ორიგინალური რეცეპტი მოგიმზადეთ. მას სწრაფად მოამზადებთ და სტუმრებსაც შეაყვარებთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა წიწიბურა;
  • 700 გრამი ქამა სოკო;
  • 3 ცალი ხახვი;
  • რამდენიმე ღერი ოხრახუში და ქინძი;
  • მარილი, წიწაკა - გემოვნებით;
  • საფანელი.

მომზადება:

  1. 1 ჭიქა წიწიბურას 2 ჭიქა წყალი დაასხით და მოხარშეთ. მზა შეფუთეთ 10-15 წუთი.
  2. სოკო სურვილისამებრ, ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით.
  3. გახურებულ ტაფაზე მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ სოკო და გააგრძელეთ მოხრაკვა 10-15 წუთი. შეანელეთ წიწაკითა და მარილით და გააცივეთ.
  4. წიწიბურა, მწვანილი და მოხრაკული სოკო დააბლენდერეთ.
  5. კოვზით ამოიღეთ და თითოეული დაამრგვალეთ, ამოავლეთ საფანელში და ზეთიან ცხელ ტაფაზე შეწვით.
  6. მზა ტრიუფელი სუფრაზე ცხელი მიიტანეთ. გარნირად მოუხდება შემწვარი კარტოფილი ან ბოსტნეულის სალათა.

გემრიელად მიირთვით!