10 ხრიკი, რომელიც კერძების სწრაფად მომზადებას გასწავლით

10 ხრიკი, რომელიც კერძების სწრაფად მომზადებას გასწავლით
სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გაზქურასთან დგომის თავი დიასახლისების უმეტესობას არა აქვს. ოჯახის წევრები მშივრები რომ არ დარჩნენ, ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ კერძები სწრაფად.
მაკარონი სწრაფად მოიხარშება, თუ...

Картинки по запросу site:goodhouse.ru паста
ყველამ იცის, რომ მაკარონი ქვაბში მას შემდეგ უნდა ჩაიყაროს, რაც წყალი ადუღდება, თუმცა, ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს. მაღალგვერდიან ტაფაში ცივი წყალი ჩაასხით, მაკარონი ჩაყარეთ და მოხარშეთ. პროფესიონალი მზარეულები ამბობენ, პასტა სწრაფად მოიხარშებაო.

ჩაალბეთ პარკოსნები და ბურღულეული

Картинки по запросу site:goodhouse.ru крупа
მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე (უმჯობესია, მთელი ღამით) ჩაალბეთ ბრინჯი, წიწიბურა, ოსპი, ლობიო და
ა.შ. ისინი სწრაფად მოიხარშება.  

დარჩა? გაყინეთ

Картинки по запросу site:goodhouse.ru рис
თუ ბევრი ბრინჯი მოხარშეთ, პლასტიკატის კონტეინერში ან პაკეტში მოათავსეთ და გაყინეთ. 

გაყინეთ ხილი და ბოსტნეული

Картинки по запросу site:goodhouse.ru заморозить
წვნიანის მომზადებისას თუ ბევრი ბოსტნეული ან მწვანილი დაჭერით, ისინიც ბრინჯის მსგავსად შეგიძლიათ შემდეგ გამოყენებამდე გაყინოთ.
დაჭრილი ბანანი რომ არ გაგიშავდეთ ისიც გაყინეთ. შემდეგ კი სმუზებსა და კოქტეილებში გამოიყენებთ. 

ნიორი ბოლოში

Картинки по запросу site:goodhouse.ru чеснок
გარჩეული ნიორი სადილს ბოლოში დაუმატეთ. საქმე იმაშია, რომ შეწვის დროს ნიორი სწრაფად მუქდება, უარესად მწარდება და სადილს უსიამოვნო გემოს სძენს. 

ხორცი რკინის ჯამში გაალღვეთ

мясо
გაყინულ ქათამს ან ხორცს გასალღობად მიკროტალღურ ღუმელში ნუ ჩადებთ. უმჯობესია, უჟანგავი ფოლადის ჯამში ჩადოთ. ასე უფრო სწრაფად გალღვება. 
აირჩიეთ ახალგაზრდა ჯანჯაფილი

Картинки по запросу site:goodhouse.ru имбирь
მისი გარჩევა აღარ მოგიწევთ და მთლიანად ჩახეხავთ. 

წიწაკა გაყინეთ

Картинки по запросу site:goodhouse.ru чили
თუ მწარეა და მას მთლიანად ვერ ჩააგდებთ სადილში, გაყინეთ და შემდეგ ჯერზე გამოიყენებთ. ასევე შეგიძლიათ გაყინოთ დარჩეული ნიორიც. 

არ გათალოთ, გარეცხეთ
Картинки по запросу site:goodhouse.ru овощи
სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი შეგიძლიათ არ გათალოთ, წყლის ქვეშ, ჯაგრისით კარგად გარეცხოთ და გახეხოთ. ასე უფრო შეუნარჩუნებთ ვიტამინებს.  

თუ კვერცხის გულისა და ცილის დაშორება გსურთ...

Картинки по запросу site:goodhouse.ru желток
გატეხილი კვერცხი თეფშზე მოათავსეთ. აიღეთ ბოთლი, ცოტა მოუჭირეთ, მიიტანეთ კვერცხის გულთან და როცა ხელს გაუშვებთ, ბოთლი გულს შეისრუტავს, ცილა კი თეფზე დარჩება.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
ელიკო
საინტერესო რჩევებია
19:44 / 12-02-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი