თუ ცომში მასკარპონეს დაუმატებთ, ის წარმოუდგენლად ნაზი გახდება. გამოიყენეთ ეს საიდუმლო და აუცილებლად დააგემოვნეთ ასეთი ღვეზელი.
ინგრედიენტები:
- ვაშლი, საშუალო ზომის - 2 ც
- შაქარი - 120 გ
- ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
- კვერცხი - 3 ც
- მასკარპონე - 250 გ
- ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
- ფქვილი - 150 გ
- გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი
- გახეხილი ნუში
- თაფლი - 4 ს/კ
- ნაღების კარაქი - 10-15 გ
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ კვერცხი შაქართან, დაუმატეთ ვანილის შაქარი, მასკარპონე და აურიეთ.
- მზა მასაში ჩაასხით ლიმონის წვენი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. დადეთ ცომი.
- გათალეთ ვაშლი, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაადეთ ცომს ზემოდან. მოაყარეთ გახეხილი ნუში და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180С -ზე, 35 წთ.
- დააცადეთ ღვეზელს გაგრილება, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.
გემრიელად მიირთვით!