თუ იმ დედების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც ათასნაირი ჯადოქრობის გამოგონება უწევთ, რომ როგორმე შვილს ბოსტნეული აჭამონ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ.
ბოსტნეულის ცხიმში მოშუშვა არ არის საჭირო და არც ბევრი ზეთი დაგჭირდებათ. ჯანსაღი საკვებია, ლამაზად გამოიყურება და გემოზეც სულ არ ეტყობა, რომ კომბოსტოა. სადაც ჩემმა შვილმა 2 ნაჭერი მიირთვა, მჯერა, რომ სხვასაც გაუმართლებს.
საჭირო მასალა:
1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო
1 პატარა თავი ბროკოლი
1 ჭიქა არაჟანი
3-4 კვერცხი
0,5 ჭიქა საფანელი
0,5 ჭიქა გახეხილი ყველი
მარილი
პილპილი
1-2 ჩ.კ. კარაქი
მომზადების წესი იხილეთ აქ