ბლინის რულეტები თეთრი შოკოლადით - მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი - Marao

ბლინის რულეტები თეთრი შოკოლადით - მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი

2018-08-23 10:46:22+04:00

გთავაზობთ უგემრიელესი დესერტის მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

ტკბილი ბლინები 6 ც

თეთრი შოკოლადი 125 გ

ნაღები 125 გ

ვანილი 1 ჩხირი

დაშაქრული ალუბალი სურვილისამებრ

მომზადება:

შოკოლადი დატეხეთ და სასალათეში მოათავსეთ.

დაუმატეთ ვანილის ჩხირის თესლი (ან ვანილინი).

დაასხით ნაღები და მიიყვანეთ ადუღებამდე. კარგად ურიეთ.

შედეთ მიღებული მასა მაცივარში 2 სთ, შემდეგ ათქვიფეთ.

თეფშზე დააფინეთ თხელი ბლინები და მზა მასა წაუსვით. დაახვიეთ რულეტებივით, შეახვიეთ საცხობ ქაღალდში და შედეთ საყინულეში 30 წთ.

მოხსენით საცხობი ქაღალდი და დაჭერით პატარა ნაჭრებად - 3-4 სმ.

რულეტები თეფშზე მოათავსეთ და მორთეთ ალუბლის მურაბით.

გემრიელად მიირთვით!