ჰაეროვანი ბრიოში - ფრანგული დესერტი

ჰაეროვანი ბრიოში - ფრანგული დესერტი
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფრანგები საუზმეზე მხოლოდ კრუასანებს ჭამენ, ცდებით. უფრო ხშირად ისინი ჰაეროვან ბრიოშს მიირთმევენ.


ინგრედიენტები:

ფქვილი 350 გ
თბილი რძე 100 მლ
მშრალი საფუარი 1 პაკეტი
კვერცხი 3 ც
ნაღების კარაქი 70 გ
შაქარი 35 გ
კაკაო 20 გ
მარილი მწიკვი
შოკოლადის ფანტელი 100 გ


მომზადება:

საფუარს დაასხით თბილი რძე, აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და კაკაო. დაუმატეთ დამდნარი ნაღების კარაქი და შოკოლადის ფანტელიანი რძე.

უნდა მიიღოთ ნაზი,
ერთგვაროვანი ცომი. დაუმატეთ კვერცხი. ბოლოს დაუმატეთ შოკოლადის "ღილები" და აურიეთ.

ცომს დააფარეთ ტილო და გააჩერეთ 1 სთ. შემდეგ ათქვიფეთ, დაყავით 8 ნაწილად და გააკეთეთ ბურთულები.

ბურთულები მოათავსეთ კექსის საცხობ ფორმაში, დააფარეთ ტილო და გააჩერეთ კიდევ 1 სთ. აცხვეთ
180С-ზე ღუმელში, 20 წთ.

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30