გორდონ რამზის 15 კულინარიული რჩევა

გორდონ რამზის 15 კულინარიული რჩევა
გორდონ რამზი ის მზარეულია, რომელსაც მსოფლიო კულინარები პატივისცემით უსმენენ. ის გვირჩევს, როგორ უნდა მოვიქცეთ სამზარეულოში, თორემ ძვირად ღირებული ინგრედიენტებიც კი ვერ გადაარჩენენ თქვენს კერძს.
1. როდის მოვაყაროთ მარილი ერბოკვერცხს?
რამზი გვირჩევს, რომ ერბოკვერცხს მარილი მომზადების ბოლოში მოვაყაროთ. თუ ადრე შეამარილებთ, კერძის სტრუქტურა რეზინისმაგვარი გახდება, რადგან მარილი კვერცხიდან წყალს გამოიყვანს.

2. როგორ შევინარჩუნოთ მწვანილი ცოცხლად?
თუ ბევრი მწვანილი იყიდეთ, წყლიან ქილაში ჩადეთ, როგორც ყვავილები ვაზაში. ასე მწვანილი 1 კვირა გაძლებს.

3. როგორ მოვამზადოთ იდეალური სტეიკი?
ცხიმი
გახურებულ ტაფაზე დაასხით, სტეიკი გემოვნებით შეანელეთ და ორივე მხრიდან 2,5 წუთით შეწვით.


4. როგორ გავათავისუფლოთ ჩილი თესლებისგან?
მაგიდაზე ხელით გადააგორეთ, ცოტა უნდა დაგემორჩილოთ. შემდეგ თავი მოაჭერით და თესლები გადმოიყრება.

5. როგორ გადავაქციოთ ზეითუნის ზეთი არომატულად და გემრიელად?
თქვენი საყვარელი მწვანილის ღერები გარეცხეთ, გააშრეთ და ზეთის ბოთლში მოათავსეთ.


6. სამზარეულოს დანები
დაჭრისას დანამ რომ არ გაგაწვალოთ, გალესეთ ისინი ან გამოყენებამდე, ან გამოყენების შემდეგ.

7. ხილის დამწიფების დაჩქარება
ხილი ქაღალდის პაკეტში ბანანთან ერთად მოათავსეთ. ის დაეხმარება ხილს სწრაფად დამწიფებაში.

8. ვანილის ჩხირები
შაქარი უფრო არომატული გახდება, თუ საშაქრეში ვანილის ჩხირებს ჩადებთ.

9. იდეალურად გამომცხვარი კარტოფილი
ჯერ მოხარშეთ, გააშრეთ, ფქვილში ამოავლეთ და აირღუმელში შეწვით.


10. ანანასის არჩევისას
ნაყოფს ამოაწყვიტეთ ერთი ფოთოლი. თუ მარტივად გამოგყვათ, ანანასი ტკბილი და მწიფე იქნება.

11. როგორ დავჭრათ ხახვი?
ხახვის დაჭრისას რომ არ აგეტიროთ, გაფცქვნის დროს ფესვები არ მოაჭრათ, მხოლოდ ბოლოში.

12. როგორ დავაქუცმაცოთ ნიორი?
ნიორი იდეალურად რომ დააქუცმაცოთ, ცოტა მარილი დაუმატეთ. ასე ნიორი ერთგვაროვან მასად გადაიქცევა.



13. როგორ მოვამზადოთ, სამზარეულოში ბევრი ნაგავი რომ არ დაგროვდეს?
როცა სწრაფად უნდა მოამზადოთ, გარშემო ყველაფერი რომ არ დაანაგვიანოთ, ახლოს გედოთ ნაგვის პაკეტი და უსარგებლო პროდუქტები მასში ჩაყარეთ, რათა ნაგვის ურნასთან არ მოგიწიოთ ხშირად სირბილი ან გარშემო ნაგვის გორები არ დააყენოთ.

14. როგორ მოვამზადოთ ხორცი შეწვამდე?
ყველაზე მარტივი წესია, იდეალური კერძი რომ მიიღოთ და რეცეპტში აღნიშნულ დროში რომ ჩაეტიოთ, მთავარია, ხორცი ოთახის ტემპერატურაზე გაალღვოთ.


15. როგორ მოვხარშოთ იდეალური ბრინჯი?
ფანტია ბრინჯის მოხარშვა თუ გსურთ, მოხარშვამდე გარეცხეთ ბრინჯი თუშფალანგზე, გამდინარე ცივ წყალში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93