წყალი რომ უნდა ვსვათ, ყველამ ვიცით, მაგრამ იცით, რომ განსაკუთრებით სასარგებლოა ლიმონიანი წყლის დალევა? და აი, რატომ:
1. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
და აჩქარებს მეტაბოლიზმს. შედეგად, გამართულად იწყებს მუშაობას საჭმლის მომნელებელი სისტემა. უმჯობესია, ლიმონიანი წყალი უზმოზე დალიოთ.
2. ასუფთავებს ორგანიზმს
ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისა და წიდებისგან. შედეგად, იმუნიტეტი მაღლდება, კანი სუფთავდება და განწყობაც უმჯობესდება.
3. მატულობს შრომისუნარიანობა
ახალისებს ორგანიზმს და ენერგიით აღავსებს. შედეგად, იმატებს ინტელექტუალური შესაძლებლობები.
4. უმჯობესდება განწყობა
თუ გრძნობთ, რომ მოიწყინეთ, ლიმონიანი წყალი დალიეთ. უმჯობესია, დილა ლიმონიანი წყლით დაიწყოთ, პოზიტიური განწყობა მთელი დღით რომ შეინარჩუნოთ.
5. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის
ლიმონი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ასუფთავებს კაპილარებს. შედეგად, იცავს თქვენს გულს.
6. ძლიერდება იმუნიტეტი
ლიმონი სასარგებლო ციტრუსია. მდიდარია В, С, А, Е ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით, მაგნიუმით, სპილენძით. მისი რეგულარული მიღება წყალთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს. იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან.
7. ჩააქრობს ანთებით პროცესებს
С ვიტამინის გამო ლიმონი ყველა გაციებული ადამიანის რაციონშია ჩართული. იგი აქტიურად ებრძვის მიკრობებსა და ვირუსებს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
8. გახდომაში გვეხმარება
ლიმონიანი წყალი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. აჩქარებს მეტაბოლიზმს. ამცირებს შიმშილის გრძნობას. დალიეთ ლიმონიანი წყალი, თუ ზედმეტი კილოგრამების მოკლება გსურთ.
რუსუდან გელაშვილი
ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!
აი, ლიმონიანი წყლის მომზადების სწორი მეთოდი
15 მიზეზი, რეგულარულად სვათ თბილი ლიმონიანი წყალი