8 კულინარიული ჩვევა, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეთ

8 კულინარიული ჩვევა, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეთ
ყველას აქვს კვებითი მისწრაფება. ხშირად ზოგიერთი ჩვევა შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. ჩვენ 8 ვარიანტს გთავაზობთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

1. ვადაგასული პროდუქტი

ზოგიერთს ენანება იმ პროდუქტების გადაყრა, რომლებსაც ვადა გაუვიდა და მას ჩვეულებრივად მიირთმევს. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სერიოზულ მოწამვლაში გადაიზარდოს.

2. გასარეცხი თეფში

ჭურჭელი, რომელზეც უმი ხორცი ან თევზი იდო (აგრეთვე, დანა, საჭრელი დაფა), ბაქტერიებითაა სავსე და მას საფუძვლიანი გაწმენდა ესაჭიროება.

Фотография:  в стиле , Обзоры, Здоровье – фото на InMyRoom.ru
3. პროდუქტების გალღობა

სასურველია, პროდუქტები მაცივრის ქვედა თაროზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაალღოთ და არა ოთახის
ტემპერატურაზე, რადგან მათში არსებული ბაქტერიები არ გააქტიურდნენ. შესაძლებელია კვებითი მოწამვლა.

4. ხორცის გარეცხვა

უმ ხორცს აკურატულად უნდა მოექცეთ. არ ღირს მისი გარეცხვა, რადგან მასზე არსებული ბაქტერიები სწრაფად გავრცელდება სამზარეულოში. უმჯობესია, ცხელ წყალში ჩადოთ, წამოადუღოთ და შემდეგ დაამუშაოთ.


5. ტემპერატურა
გირჩევთ, სამზარეულოს თერმომეტრი გამოიყენოთ თევზისა და ხორცის მომზადებისას, რათა დაადგინოთ მათი ოპტიმალური ტემპერატურა და მზაობა. სამწუხაროდ, უმი პროდუქტი შეიძლება საზიანო იყოს ადამიანისთვის.

Фотография:  в стиле , Обзоры, Здоровье – фото на InMyRoom.ru
6. უმი ცომის ჭამა

უამრავ დიასახლისს აქვს უმი ცომის ჭამა ჩვევა. ეს საშიშია, რადგან მოწამვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევის გამოწვევა შეუძლია. კვერცხი შეიძლება სალონელას ბაქტერიით იყოს დაავადებული, ფქვილი - ნაწლავური ჩხირით...

7. სამზარეულოს ღრუბელი

ის ხშირად უნდა ცვალოთ და ჩაუტაროთ დეზინფექცია. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი საკმაოდ ბინძური ნივთია, სამზარეულოში არსებული ყველა ბაქტერია მასშია თავმოყრილი.

Фотография:  в стиле , Обзоры, Здоровье – фото на InMyRoom.ru

8. ხელების დაბანა

არ იზარმაცოთ და ყოველი ჭამის წინ დაიბანეთ ხელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭუჭყიან ხელებზე არსებული ბაქტერიები საკვებთან ერთად მოხვდება ორგანიზმში და უსიამოვნებას, მოწამვლას გამოიწვევს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93