რითი ჩავანაცვლოთ ყავა - 10 ალტერნატივა

რითი ჩავანაცვლოთ ყავა - 10 ალტერნატივა
ყავა და ჩაი ყველას საყვარელი სასმელია, მაგრამ თუ გსურთ, გქონდეთ ქათქათა კბილები, ლამაზი თმა და არ იტანჯებოდეთ ანემიით, ნეიტრალურ სასმელებზე უნდა გადახვიდეთ. საქმე იმაშია, რომ ჩაისა და ყავაში შემავალი კოფეინი და ტანინი ორგანიზმიდან გამორეცხავენ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, განსაკუთრებით - რკინას. მათი დალევა დაუშვებელია დაბალი ჰემოგლობინის დროს. გარდა ამისა, ისინი ყვითელ ნადებს აჩენენ კბილებზე.

ვარდკაჭაჭა


მისი ნაყენი შეგიძლიათ ყოველდღე დალიოთ. ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

კაკაო და კერობი


თუ კაკაოზე გსმენიათ, კერობი შედარებით "ახალი
ხილია". ის კაკაოზე ტკბილია და განსაკუთრებით, ბავშვებს მოეწონებათ. გარდა იმისა, რომ გემრიელია, მდიდარია "ა" და "ბე" ვიტამინებით, რკინითა და კალიუმით. კალციუმს კი რძე მეტს შეიცავს.

პიტნა


ბუნებრივი ფიტოესტროგენი და ნაღველმდენი ბალახია. რამდენიმე დღის შემდეგ კანი გადაგეწმინდებათ, სუნთქვა გაგიჯანსაღდებათ და კუჭის მოქმედება დაგირეგულირდებათ.

ფრეში და სმუზი


ახალგამოწურული წვენები და ხილის სმუზი სასარგებლოა ყველასთვის, თუ ინდივიდუალურად, რომელიმე პროდუქტზე არა გაქვთ ალერგია.

კისელი


რატომ დაივიწყეთ? ის ხომ გემრიელი და სასარგებლო სასმელია. ჩაისა და ყავის იდეალური ალტერნატივაა.

მორსი


განსაკუთრებით, ქაცვისაა სასარგებლო. მდიდარია მიკროელემენტებითა და "ცე" ვიტამინით.

ჯანჯაფილის ჩაი


განსაკუთრებით სასარგებლოა მანდილოსნებისთვის. არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. იგი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

მატე


არგენტინული სერიალების მოყვარულებს ეცოდინებათ მატეს სასარგებლო თვისებების შესახებ. მან იდეალურად ჩაანაცვლა ჩაი და ყავა. მათსავით არ გამორეცხავს ორგანიზმიდან მინერალებს.

ლაპაჩო


სამხრეთამერიკული ჩაია. იგი ასუფთავებს სისხლს და ამაღლებს იმუნიტეტს. სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც კანისა და თმის იდეალურ მდგომარეობაში მოყვანა სურს.

ქერისა და ჭვავის ნაყენი


ორივე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებში. ის მოგაცილებთ წიდებს და დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
მაკა
ყავას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ყავის გარეშე ხო მოვკვდი რეებს წერთ პირიქით კარგია ყავა ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული დღეში ორი სამი ჭიქა
20:05 / 04-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93