ეს კერძი იდეალურია ბარბექიუსთვის, მაგრამ სამზარეულოშიც გამოგივათ, თუ გაქვთ გრილი ან მიკროტალღური ღუმელი - გრილის ფუნქციით.
უხდება ვარდისფერი და წითელი ღვინო.
ინგრედიენტები:
- სოსისი ბავარიული 1 კგ
- ხახვი 1 ც
- როზმარინი 3 ღერი
- ბეგქონდარა 3 ღერი
- ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
- კვლიავი 1 ჩ/კ
- ქონდარი 1 ჩ/კ
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაახვიეთ სოსისი და გაუყარეთ ხის ჩხირი. დადეთ ღრმა პლასტმასის კონტეინერში. დაამატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, მარილი, პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთი. სანელებლები თანაბრად გადაანაწილეთ.
- დაახურეთ თავსახური და შედეთ მაცივარში რამდენიმე სთ. დამარინადებული სოსისები შეწვით გრილზე.
გემრიელად მიირთვით!