ფოლგა თუ პერგამენტი? რომელი როდის უნდა გამოვიყენოთ

ფოლგა თუ პერგამენტი? რომელი როდის უნდა გამოვიყენოთ
ალუმინის ფოლგას და პერგამენტს ნამცხვრისა და ხორცის გამოსაცხობად იყენებენ. თუმცა გავერკვეთ, რომელს - რა დროს?

რომელს ეკრობა საკვები?


მიჩნეულია, რომ პერგამენტს საკვები არ უნდა მიეკროს, ფოლგა კი რამდენიმე სახეობის არსებობს და დაზღვეული რომ იყოთ, ზეთი მოუსვით.

ზოგიერთი დიასახლისი ხორცის ან თეზის გამოცხობამდე ფოლგაზე ხახვის ან კარტოფილის ფენას დებს.
პერგამენტის შემთხვევაში, მისთვის ზეთის წასმა ან ფქვილის მოყრა აუცილებელი არაა. თუ რეცეპტში გიწერიათ, მოუსვით საცხობ ფორმას ცხიმი, ესე იგი, საცხობი ქაღალდი საჭირო აღარაა.

რომელი მხრიდან ჩავაფინოთ ფოლგა


ფოლგაზეა დამოკიდებული: თუ სქელი ფენისაა, მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო თუ განსაკუთრებულად საცხობ ქაღალდს ხმარობთ, პრიალა კი არა, მქრქალი ზედაპირი უნდა აირჩიოთ.
ფოლგა და პერგამენტი უნიკალურია, რადგან მომზადებისას ნაკლები ცხიმი გჭირდებათ.

ლაიფჰაკი: თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ, ფოლგის რომელი მხარეა სწორი


ბოსტნეული ფოლგაში


პერგამენტი უნდა გამოიყენოთ, როცა ტემპერატურა 210 გრადუსს არ აღემატება. თუ მაღალ ტემპერატურას ამჯობინებთ, ფოლგა გამოიყენეთ. სასურველია, ფოლგას ზეთი მოასხათ. ასე ბოსტნეული უფრო გემრიელი გამოვა.

გამოცხობისას კარტოფილი რომ არ გამოიფიტოს, ფორმაში ყინულის რამდენიმე კუბი დაუმატეთ. ასე კარტოფილი ტენს შეიწოვს და აღარ გამოშრება.
რაც შეეხება ხორცის შეწვას, უმჯობესია, ფოლგა გამოიყენოთ. სწრაფად შეწვა თუ გსურთ, დამარინადებულ ხორცს ორ ფენად მოახვიეთ ფოლგა, მაგრამ დაუტოვეთ ჰაერის ადგილი. ნახევარი საათის შემდეგ კი მოხსენით ფოლგა, რომ დაიბრაწოს.
თუ არ გეჩქარებათ, ხორცს ტენტივით გადმოახურეთ ფოლგა, ერთი საათის შემდეგ მოხსენით, რომ ზედაპირი დაიბრაწოს.
რჩევა: ხორცს სანელებლები გამოცხობამდე რამდენიმე წუთით ადრე წაუსვით, ასე უფრო კარგად შეიწოვება. უშუალოდ გამოცხობის წინ კი შედეგი არ ექნება, სანალებლები გაშრება და ჩამოიყრება.

თევზი ღუმელში


ორთქლზე მომზადებული ეფექტი რომ ჰქონდეს, პერგამენტი აირჩიეთ. დაუმატეთ ბოსტნეული და ლიმონის წვენი. თუ თევზის დაბრაწვა გსურთ, მაღალ ტემპერატურას ფოლგა გაუძლებს.
ორცხობილას (აგრეთვე, ფხვიერი ბისკვიტებისთვის) გამოსაცხობად უპირატესობა პერგამენტს მიანიჭეთ. ბრაუნისთვის კი ფოლგა გამოდგება.

როგორც წესი, ფოლგისა და პერგამენტის საცხობი ფორმისთვის მორგება საკმაოდ რთულია. ეცადეთ, გამოსაცხობ ქაღალდს ფორმის მეორე მხარე დაატოლოთ და ისე გამოჭრათ, გვერდები კი (თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მაგალითად, ტორტის შემთხვევაში გვერდებზე არაფრის წასმა არაა საჭირო) დამოუკიდებლად დაამუშაოთ.  

18 გენიალური კულინარიული ლაიფჰაკი ფოლგის გამოყენებით, რომლებსაც არაერთხელ გაიმეორებთ
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი