გაზაფხულის მოსვლა ბევრს მარწყვის გამო უხარია. რა ჯობია მწიფე, ტკბილ და არომატულ კენკრას. იცით, რომ მარწყვს 9 უნიკალური თვისება გააჩნია?
1. მარწყვი აფერხებს დაბერების პროცესს
არომატული კენკრა ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი, რომლებიც აახალგაზრდავებენ უჯრედებს. მიირთვით დღეში რამდენიმე ცალი მარწყვი. შეურიეთ შვრიის ფაფას, მიუსლის ან იოგურტს.
2. ასთმისა და ალერგიის წინააღმდეგ
მარწყვი ანტიბაქტერიულია და ასთმისა და ალერგიის წინააღმდეგ წამლების ალტერნატივად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
3. ბედნიერების ჰორმონი
თუ ცუდ განწყობაზე ხართ ან დაღლილად გრძნობთ თავს, მარწყვი მიირთვით. მასში შემავალი მიკროელემენტები ბედნიერების ჰორმონს წარმოქმნიან.
4. კიბოს საწინააღმდეგო თვისებები
"ცე" ვიტამინი და ანტიოქსიდანტები კიბოს უჯრედებს ებრძვიან. მიირთვით პროფილაქტიკის მიზნით.
5. მხედველობისთვის
სტაფილოსავით სასარგებლოა თვალებისთვის, თუმცა, ნარინჯისფერ ბოსტნეულზე გემრიელი. გარდა ამისა, ებრძვის ჩაშავებულ უპეებს და შეშუპებას თვალებთან.
6. არ გაგასუქებთ
დაბალკალორიულია და შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ, ზედმეტ კილოგრამებს არ შეგმატებთ. ამასთანავე, მასში შემავალი ნახშირწყლები არ ამაღლებენ შაქრის დონეს სისხლში.
7. ბუნებრივი აფროდიზიაკია
თუთიის წყალობით აუმჯობესებს ტესტოსტერონის დონეს. ამიტომაცაა, რომ ფილმებსა და ჟურნალებში სექსუალური ლტოლვის მოსამატებლად მარწყვს მიირთმევენ.
8. ეხმარება ფეხმძიმეებს
შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც სასარგებლო უკვე ფეხმძიმე ქალებისთვის და აგრეთვე მათთვისაა, ვისაც დაფეხმძიმება სურს.
9. ყვითელ ნადებს აცილებს კბილებს
ისევ და ისევ "ცე" ვიტამინის წყალობით კბილებს ათეთრებს. აღარ დაგჭირდებათ სამედიცინო პროცედურაში ფულის გადახდა.