ქრისტინე გიორგაძე წლებია ულამაზეს საფრანგეთში ცხოვრობს, უამრავი კერძისა და ტკბილეულის დაგემოვნება უკვე მოსწრო და მომზადებაც დაახელოვნა.
ქრისტინე MARAO.GE-ს მკითხველს ერთი დიეტური ტკბილეულის რეცეპტს სთავაზობს და გარანტიას აძლევს, რომ დიეტას არ დაარღვევინებს:
3 ს/კ ჟელატინს დაასხით 500 გრ წყალი და გააჩერეთ 20 წთ. დაამატეთ ვანილი და დამატკბობელი გემოვნებით.
გააცხელეთ კარგად, არ აადუღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟელატინი თავის ფუნქციას დაკარგავს.
შემდეგ გაანაწილეთ თანაბრად თეფშებზე, დაუმატეთ ფერები, შედგით მაცივარში, 2 საათის შემდეგ, უკვე გამყარებული დაჭერით კუბებად. სხვადასხვა ფერი არ შეურიოთ.
2ს/კ ჟელატინს დაასხით 100 გ წყალი, დამატკბობელი და აცადეთ დალბობა. ამ დროში დაიწყეთ 250 გ არაჟნის მიქსერით ათქვეფა. დაუმატეთ ვანილი. გააცხელეთ ჟელატინი და ჩაასხით არაჟანში. ეს უნდა მოხდეს სწრაფად.
კიდევ ერთი - მანამდე მზად უნდა გქონდეთ ზეთწასმული ყალიბი (სასურველია, სილიკონის), რომელშიც მოათავსებთ შერეულ ფერებს და ჩაასხამთ არაჟანს. დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით, ანუ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გემრიელად მიირთვით და მშვიდად იყავით, რადგან ის არავითარ შემთხვევაში არ გაგასუქებთ.