წარმოგიდგენთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ფენოვანი ცომისგან მზადდება. შეგიძლიათ მზა ცომი შეიძინოთ და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე წუთში მზად იქნება.
ინგრედიენტები:
- ფენოვანი ცომი 500 გრ
- შაქარი 5 ს/კ
- კვერცხი 1 ცალი
- ალუბალი 300 გრ
- სახამებელი 1 ს/კ
მომზადების წესი:
ალუბალს გამოაცალეთ კურკები. დააყარეთ შაქარი და დატოვეთ 15 წთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
შემდეგ დააყარეთ სახამებელი და მოურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მასა უნდა გასქელდეს და კისელს უნდა დაემსგავსოს.
გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და დაჭერით კვადრატებად.
ყოველი კვადრატი დიაგონალებად დაყავით. ნახევარი მხარე 4-6-ჯერ გასერეთ, ცენტრიდან კიდემდე, როგორც ფოტოზე ხედავთ.
მთელ მხარეზე დადეთ ალუბლის მასა (გაცივებული).
ცომის კიდეები წყლით ოდნავ დაასველეთ, შეაერთეთ. დადეთ საცხობ სინზე და აცხვეთ 200 გრადუსზე, 20-25 წთ. კვერცხი ათქვიფეთ და ფუნჯით გადაუსვით ცხობის წინ ცომს.
გემრიელად მიირთვით!
იხილეთ: ქართული ალუბლის წვნიანი - "ჭრიანტელი"
რატომ უნდა ვჭამოთ ალუბალი, 10 სასარგებლო თვისება