სანამ ამ პროდუქტებს წყლის ნაკადს შეუშვერ, კარგად დაფიქრდი.
ქათამი და თევზი
თუ მიეჩვიე ქათმის და თევზის ნიჟარაში რეცხვას, აჯობებს, თუ ამას სასწრაფოდ შეწყვეტ. შენ ვერ შეამცირებ ბაქტერიების რაოდენობას და ხელს შეუწყობ მათ გავრცელებას ნიჟარაში. და თუ შიგნით ჭურჭელიც დევს, ბაქტერიები ჭურჭელზე გადავა.
წითელი ხორცი
ნედლი ხორცის გარეცხვაც არ არის რეკომენდებული წყალში. ზედმეტი სითხე ტაფაზე შეწვის დროს გადაიქცევა ორთქლად და კერძის გემოს და ხარისხს გააფუჭებს.
წინასწარ გარეცხილი მწვანილი
ჰერმეტულად დაფასოებული სალათის ფურცლები წინასწარაა გარეცხილი. მათ აღარ სჭირდება ხელახლა გარეცხვა, რადგან ფოთლები წვნიანობას და სიქორფეს დაკარგავს.
სოკო
სოკოს დიდხანს რეცხვა არ არის რეკომენდებული. ის ღრუბელივით იწოვს წყალს, რაც გავლენას მოახდენს კერძის გემოზე.
ჩალბობის ნაცვლად, მზარეულები სოკოს სველი ქაღალდის ხელსახოცით საგულდაგულოდ წმენდენ და მაშინვე ათავსებენ ტაფაზე.
კვერცხი
ყველამ ვიცით, თუ რა არის სალმონელა. კვერცხების გარეცხვა მაცივარში შენახვამდე არ შეიძლება.
კვერცხი უნდა გაირეცხოს მხოლოდ გამოყენების წინ.
მაკარონი
მოხარშულ მაკარონს ბევრი ავლებს ცივ წყალს. სულ ტყუილად! სუფთა წყალი სახამებელს აცლის, მაკარონი მშრალი გამოვა.
ასეთ მაკარონს არც ერთი სოუსი არ მოუხდება და კერძი წყლიანი გამოვა.
საყინულეში შენახული ზაფხული - დეტალური ინსტრუქცია, რა როგორ უნდა გაყინოთ