ჩაის სმის ცერემონიალი სათავეს უძველესი დროიდან იღებს.
არაერთი წყარო ადასტურებს, რომ ის ჩინეთის იმპერატორმა ლაო-ძიმ შემოიღო. სამწუხაროდ, მონღოლთა შემოსევის შემდეგ ჩინეთში ეს რიტუალი გადაშენდა. იაპონელებმა განაგრძეს ჩაის სმის ხელოვნების კულტივირება და უფრო დახვეწეს კიდეც. ჩაის ცერემონიალი – როგორც ხელოვნება, ჩამოყალიბდა ყოველდღიური საზრუნავისგან დასვენების ერთგვარ სისტემად.
მეტ-ნაკლებად კლასიკური ფორმით იგი ჩაის სახლებში სრულდებოდა. პირველი ასეთი სახლი აშენდა 1473 წელს. მას შემდეგ ჩაის სმის ტრადიცია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც გავრცელდა.
ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანნას“ სურვილია ქართული ჩაის ტრადიციის აღდგენა და ამ მიზნით თბილისში, აბაშიძის 44-ში ჩაის სალონი გახსნა. სალონში ჩაის მოყვარულებს შეუძლიათ შეიძინონ, დააგემოვნონ და ისიამოვნონ „მანნას“ მიერ წარმოებული ქართული ჩაის ნაზავებით.
კომპანიის კომერციული დირექტორის, პაატა მჭედლიშვილის განმარტებით, ჩაის სალონის მიზანი ქართული ჩაის პოპულარობის ზრდა არის.
„სალონში მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია მიირთვას ხარისხიანი ჩაი და ამავდროულად, შეხვდეს პარტნიორს საქმეზე სასაუბროდ ან მეგობრებს დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ეს სალონი ჩვენთვის კარგი საშუალებაა, რომ ქართული ჩაის მივიწყებული პოპულარობა აღვადგინოთ და ხალხს ხელახლა შევაყვაროთ. ამ მიზნით საწარმო ახლო მომავალში ჩაის უფრო მრავალფეროვან სახეობებს შემოგთავაზებთ“. ჩაის სალონში მთელი წლის განმავლობაში სტუმრებისა და ჩაის მოყვარულებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის აქცია, ჩაის ადგილზე მომზადება, დეგუსტაცია და ა.შ. - განმარტავს პაატა მჭედლიშვილი.
კომპანია ამჟამად 12 სახეობის ორგანულ და არაორგანულ ჩაის აწარმოებს, როგორც ფოთლოვან ჩაის, ასევე ჩაის ერთჯერად პაკეტებში. კლასიკური შავი და მწვანე ჩაის გარდა, „მანნას“ ასორტიმენტში შედის ჩაი სხვადასხვა მცენარეული და ხილის მინარევებით.
პროდუქცია ქართული ნედლეულით მზადდება. „მანნა“ ჩაის დასავლეთ საქართველოში იძენს, სადაც მთისა და ზღვის ჰავა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც ჩაის განსაკუთრებულ არომატსა და გემოვნურ თვისებებს სძენს.
„მანნას“ დირექტორის, ირაკლი ღურჭუმელიას განმარტებით, კომპანიის მიზანი ქართული კლასიკური ჩაის გემოს შენარჩუნება, ამასთან, ახალი, უნიკალური არომატების შექმნა და მისი ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლისთვის წარდგენაა.
„ჩვენ ვმუშაობთ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი ნედლეულით და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებით. „მანნას“ პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი და საგემოვნო თვისებები“,- დაამატა ირაკლი ღურჭუმელიამ.
R