
კოფეინის რაოდენობა

ყავის სმის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ის კოფეინს შეიცავს. მას შეიცავს ჩაიც, გაზიანი სასმელებიც და შოკოლადიც. ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავა სავსებით საკმარისია.
როდის დავლიოთ ყავა

სპეციალისტების რჩევით, ყავა უმჯობესია, დღის პირველ ნახევარში დალიოთ, ჭამიდან ერთ საათში. ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა.
რომელი ყავა უნდა დალიოთ

იაფფასიან ყავას არც სარგებელი აქვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, როგორი წესითაა მომზადებული.