ჩვენ საიდუმლოდ გაგანდობთ, როგორ უნდა განაახლოთ გამხმარი პური, მოამზადოთ ქათამი ღუმელში, როგორ განაახლოთ ტაფა და კიდევ მრავალ საინტერესო ხრიკს...
1. კონტეინერი შეგიძლიათ ლანჩბოქსად გადააქციოთ და სხვადასხვა კერძი ერთმანეთში არ შეურიოთ.
2. გამოსაცხობ ფირფიტას თქვენს გემოზე შეუცვალოთ ფორმა.
3. მიიღოთ ორცხობილის საჭრელი ფიგურები.
4. დაიცვათ ღვეზელის კიდეები დაწვისგან.
5. გამოიყენოთ ხემსის პორციულად შესახვევად.
6. სამკუთხედად დაყოფილ ფოლგაზე შემწვარი ბეკონი კნაწუნა და ხრაშუნა გამოგივათ.
7. იმისათვის, რომ შეწვისას ქათამი არ გამოშრეს, ფოლგის რგოლზე მოათავსეთ.
8. შეწვისას ქათამს ფრთები ფოლგით შეუხვიეთ, რათა არ გამოშრეს.
9. პორციული ერბოკვერცხისთვის დაამზადეთ პატარა ტაფები.
10. ცხიმიანი საკვების მომზადების შემდეგ ტაფის ხეხვა რომ არ მოგიწიოთ, მანამდე მასში ფოლგა ჩააფინეთ.
11. თუ ბოსტნეულის ორთქლზე მოხარშვა გსურთ, დაამრგვალეთ ერთი ზომის ფოლგა, ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი, მოათავსეთ მასზე თეფში და მოხარშეთ. თუ ორთქლზე ბრინჯის მოხარშვა გსურთ, დახვრიტეთ ფოლგა, მოათავსეთ მასზე ბრინჯი და მოხარშეთ.
12. თუ ფოლგას გაზზე დააფენთ, გაზს ცხიმისგან დაიცავთ.
13. დამრგვალებული ფოლგის გუნდა იდეალური სახეხია ცხიმიანი ჭურჭლისთვის. ის გრილსაც კი ასუფთავებს.
14. ბანანი არ გაფუჭდება, თუ ყუნწზე ფოლგას შემოახვევთ.
15. ფოლგა მწვანილსაც კი ცოცხლად ინახავს.
16. თუ ხელთ ძაბრი არა გაქვთ, მის მაგივრობას ფოლგა გაგიწევთ.
17. ხოლო თუ ბოთლის თავსახური დაკარგეთ, მის მაგივრობასაც ფოლგა გაგიწევთ.
18. ნაყინი ხელში რომ არ დაგიდნეთ, ფოლგა შემოახვიეთ.